რუბრიკები
საია პროკურატურას მოუწოდებს მოქალაქის შესაძლო გატაცებაზე გამოძიება დაიწყოს
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის"  ზუგდიდის ოფისი მოქალაქე თამუშა ახალაიას გატაცების ფაქტზე ინფორმაციას ავრცელებს. ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ თამუშა ახალაია, რომელიც გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი შვილის საქმის ობიექტურ გამოძიებას ითხოვს, დაუდგენელმა პირებმა გაიტაცეს და ერთი დღის შემდეგ, პოლიციის ერთ-ერთ ქვეგანყოფილებასთან ახლოს ჩამოსვეს. საია, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, პროკურატურისგან რეაგირებას ითხოვს. ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებას რადიო "ათინათი"უცვლელად გთავაზობთ:

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას მომართა ოცამდე პირმა, რომლებიც პოლიციელთა მხრიდან მათ მიმართ განხორციელებულ უკანონო და ძალადობრივ ქმედებებზე საუბრობენ. კერძოდ, ისინი აცხადებენ, რომ პოლიციის თანამშრომლებმა დაკავებისას და შემდგომ პერიოდში მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, ხოლო ზოგიერთი მათგანი ასევე საუბრობს პოლიციის მხრიდან ნარკოტიკული ნივთიერებების და იარაღის ჩადების ფაქტზე.

ერთ-ერთი მომმართველი გახლდათ, თამუშა ახალაია, რომელიც აცხადებს, რომ 2014 წლის 29 აგვისტოს იმყოფებოდა სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურაში, სადაც ითხოვდა სამეგრელო ზემო სვანეთის მთავარ პროკურორ გ.უ-თან შეხვედრას, თუმცა პროკურორს ვერ შეხვდა. (თამუშა ახალაიას შვილი დაუდგენელ ვითარებაში გარდაიცვალა, თამუშა ახალაია აცხადებს, რომ გამოძიება არაეფექტურად მიმდინარეობს. აღნიშნულ საკითხზე სურდა მას პროკურორთან შეხვედრა). იგი აცხადებს, რომ სახლში მგზავრობის დროს გზაზე მის გვერდით გაჩერდა ა/მანქანა, საიდანაც გადმოვიდა ორი უცნობი პიროვნება, რომლებმაც თავზე ტომარა ჩამოაცვეს, დაადეს ხერბორკილები, მანქანაში იძულებით ჩასვეს, და წაიყვანეს უცნობი მიმართულებით. რამდენიმე წუთის შემდეგ ჩამოსვეს მისთვის უცნობ ადგილას (თავზე ტომარა არ მოუცილებით) და უთხრეს, რომ თავი დაენებებინა მისი შვილის მკვლელობის საქმეზე განცხადებების წერისთვის. თამუშა ახალაის განმარტებით, იგი კვლავ ჩასვეს ა/მანქანაში და მხოლოდ დილით გამთენიისას ჩამოსვეს საქართველოს შსს სოფ. ლიის პოლიციის ქვეგანყოფილებასთან ახლოს. თამუშა ახალაიამ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით განცხადებით მიმართა საქართველოს შსს სოფ. ლიის პოლიციის ქვეგანყოფილებას. მის განცხადებაზე გამოძიება დაიწყო მხოლოდ მესამე დღეს, თუმცა გამოძიება მოგვიანებით შეწყდა. თამუშა ახალაიას აქვს ეჭვი, რომ მისი გატაცება მოხდა საქართველოს შსს-ს თანამშრომლების მიერ.

საია მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, მიიღოს ყველა შესაძლო კანონიერი ზომა, რათა თავიდან იქნეს აცილებული პოლიციელთა მხრიდან კანონდარღვევის ფაქტები, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს სახელმწიფოს მხრიდან ადამიანის უფლებათა პატივისცემას და აკნინებს პოლიციის მიმართ საზოგადოების ნდობას;

საია მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას, უზრუნველყოს პოლიციელთა მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტების დროული და ეფექტური გამოძიება, - ნათქვამია განცხადებაში.ცნობისთვის, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ კირცხის მკვიდრი ელგუჯა ახალაია 6 წლის წინ გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.
 
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.