რეცეპტის ინგრედიენტები:
ჭარხალი
ტყემალი
ხახვი
ცოცხალი ქინძი
ნიორი
ძმარი
ქონდარი
უცხო და ქინძის სუნელი
მრილი, პილპილი, წიწაკა
მომჟავო ჯემი ან მურაბის წვენი (ალუბალი/შინდი)
მომზადების წესი:
1. ჭარხალი კარგად გავრეცხოთ და მოვხარშოთ (ნახარში დაგვჭირდება). როდესაც მოიხარშება, გავფცქვნათ და დავჭრათ ჭარხლის ფიგურული საჭრელით.
2. ცოტაოდენი ჭარხლის ნახარში ჩავასხათ ემალის ქვაბში, ჩავამატოთ ბლომად ტყემალი, ცოცხალი ქინძი, ცოტა ქონდარი, უცხო სუნელი, ქინძის სუნელი, მარილი, წიწაკა, პილპილი და ცოტაოდენი ძმარი. ასევე ჩავაჭყლიტოთ რამოდენიმე კბილი ნიორი და დავამატოთ ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი. ბოლოს ჩავუმატოთ შინდის ან ალუბლის ჯემი/წვენი. ეს ყველაფერი კარგად გავხსნათ, და გემო გავუსინჯოთ, მოტკბო-მომჯავო გემო უნდა ჰქონდეს.
3. ბოლოს ჩავაწყოთ მოხარშული ჭარხალი და ამოვურიოთ. გემრიელად მიირთვით!
მასალის გამოყენების პირობები