რუბრიკები
Google -მა პირველი ბრენდირებული მაღაზია გახსნა
ბრიტანული გამოცემა ”ტელეგრაფის” ინფორმაციით, The Google Shop, სწორედ ასე ჰქვია ინტერნეტ გიგანტის პირველ ოფლაინ მაღაზიას, რომელიც ლონდონში, ტოტენჰემის რაიონში გაიხსნა. მაღაზიაში ”გუგლის” ბოლო პერიოდში გამოშვებული გაჯეტები - სმარტფონები, პლანშეტები, Сhrombook-ის ნოუთბუქი და Chromecast-ის მოწყობილობები გაიყიდება და შეძენამდე, მაღაზიის ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია გამოსცადოს ისინი. გარდა ამისა, მაღაზიაში განთავსებულია რამდენიმე დიდი ეკრანი, რომლის საშუალებითაც დამთვალიერებლებს შეუძლიათ პლანეტის ნებისმიერ ნაწილში ”იმოგზაუროს” Google Earth-ის სერვისის მეშვეობით. დარბაზში ასევე განთავსებულია Doodle Wall-ი, რომელზეც მაღაზიაში შესულ მომხმარებელს შანსი ეძლევა ვირტუალური, ციფრული სპრეი-საღებავებით ”თავისებურად” მოხატოს Google-ის ლოგო, შედეგი კი სოციალურ ქსელებში გააზიაროს. მაღაზიაში ასევე განთავსებულია Shadowbox, რომელიც მაღაზიის ვიტრინას წარმოადგენს. მასში მონაცვლეობით იქნება წარმოდგენილი სხვადასხვა არტისტების ინსტალაციები. ამჟამად კი Shadowbox-ში რუბ გოლდბერგის მანქანაა გამოფენილი, სადაც Google-ის ლოგო ლონდონის ცნობილი ღირსშესანიშნაობებითაა აწყობილი. მიმდინარე წელს ”გუგლი” კიდევ ორი ბრენდირებული მაღაზიის გახსნას გეგმავს ლონდონში და ორივე მაღაზია ისევე, როგორც ახლახან გახსნილი მაღაზია, სავაჭრო ცენტრ Currys PC World-ში იქნება განთავსებული.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.