რუბრიკები
ზუგდიდის გამგეობამ 2014 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში გამოაქვეყნა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა 2014 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს აქვეყნებს.  გარდა ამისა, გამბეობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ დაინტერესებულ პირებს, რომლებსაც ანგარიშთან დაკავშირებით,  დამდამატებითი კითხვები გაუჩნდებათ უწყების საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს უნდა მიმართონ.

რადიო "ათინათი" გამგეობის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს უცვლელად გთავაზობთ:

როგორც თქვენთვის ცნობილია ზუგდიდის ყოფილი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გაყოფა განხორციელდა ახალი მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების შედგენის, საბიუჯეტო შემოსულობებისა და გადასახადების 2014 წლის ბოლომდე პერიოდისათვის გადანაწილების დროებით წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 11 ივნისის #384 დადგენილების, ზუგდიდის ყოფილი მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 13 ივნისის #71 განკარგულების მოთხოვნათა გათვალისწინებით.

ზუგდიდის ყოფილი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მოცულობა გაუქმების პერიოდისათვის მთლიანობაში განისაზღვრებოდა 33319,1 ათასი ლარის მოცულობით. ახალი მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა 2014 წლის 29 ივლისს მუნიციპალიტეტის საკრებულოს N14 დადგენილებით და ბიუჯეტის მოცულობა განისაზღვრა 16736,6 ათასი ლარის ოდენობით. წლის განმავლობაში ბიუჯეტში შესული ცვლილების გათვალისწინებით წლის ბოლოსათვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მოცულობამ შეადგინა 16640,3 ათასი ლარი. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულება იძლევა შემდეგ სურათს:

შემოსულობების ნაწილში

შემოსავლები ახალი მუნიციპალიტეტის შექმნის პერიოდისათვის განსაზღვრული იყო 14916,3, ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: საკუთარი შემოსავლები 9607,8 ათასი ლარი. წლის განმავლობაში ცვლილებების განხორციელების შედეგად, შემოსავლების საპროგნოზო მოცულობამ შეადგინა 14929,9 ათასი ლარი, მათ შორის საკუთარმა შემოსავლებმა 9797,8 ათასი ლარი.

ფაქტიურმა შესრულებამ 2014 წლისათვის შეადგინა 15001,9 ათასი ლარი, მათ შორის საკუთარმა შემოსავლებმა 10009,6 ათასი ლარი, ანუ პროგნოზირებულზე 211,8 ათასი ლარით მეტი. ცალკეული სახეების მიხედვით შემოსავლების შესრულება იძლევა შემდეგ სურათს:

გადასახადები (ქონების გადასახადი მიწაზე და ქონების გადასახადი გარდა მიწისა) დაგეგმილი იყო 518,0 ათასი ლარის ოდენობით. ფაქტიურმა შესრულებამ შეადგინა 761,3 ლარი, ანუ პროგნოზირებულზე 243,3 ათასი ლარით მეტი. მათ შორის:

ქონების გადასახადი გარდა მიწისა პროგნოზირებული იყო 50,0 ლარის ოდენობით, ფაქტიურმა შესრულებამ შეადგინა 188,0 ათასი ლარი ანუ 138,0 ათასი ლარით მეტი. სასოფლო სამეურნეო მიწის გადასახადი პროგნოზირებული იყო 310,0 ლარის ოდენობით,ფაქტიურმა შესრულებამ შეადგინა 314,5 ათასი ლარი ანუ 4,5 ათასი ლარით მეტი. არასასოფლო სამეურნეო მიწის გადასახადი პროგნოზირებული იყო 158,0 ლარის ოდენობით, ფაქტიურმა შესრულებამ შეადგინა 258,8 ათასი ლარი ანუ 100,8 ათასი ლარით მეტი. ბიუჯეტის სხვა შემოსავლები (შემოსავლები საკუთრებიდან, მოსაკრებელი ბუნებრივი რესურსების სარგებლობიდან, შემოსავლები ჯარიმებიდან, სხვა არაკლასიფიცირებული შემოსავლები) პროგნოზით 2014 წლის განმავლობაში გათვალისწინებული იყო 1147,0 ათასი ლარის ოდენობით. ფაქტიურმა შესრულებამ შეადგინა 1295,4 ათასი ლარი ანუ 148,4 ათასი ლარით მეტი. სხვა შემოსავლებში ცალკეულ სახეობათა მიხედვით მნიშვნელოვანი თანხები შემოსულია შემდეგი:

427,1 ათასი ლარი მოსაკრებელი ბუნებრივი რესურსის სარგებლობისათვის; 759,4 ათასი ლარი შემოსავლები ჯარიმებიდან, სანქციებიდან და საურავებიდან; 55,9 ათასი ლარი ბანკიდან მიღებული სარგებელი; 41,4 ათასი ლარი მშენებლობის სანებართვო მოსაკრებელი;

არაფინანსური აქტივების კლების საპროგნოზო მაჩვენებელი პროგნოზით შეადგენდა 40,0 ათას ლარს. ფაქტიურმა შემოსავალმა შეადგინა 41,9 ლარი 2014 წელს გრანტები გათვალისწინებულ იყო 13264,9 ათასი ლარი, ფაქტიურმა შესრულებამ შეადგინა 12945,2 ათასი ლარი. მათ შორის: გათანაბრებითი ტრანსფერი გეგმით პროგნოზირებული იყო 7905,2 ათასი ლარი, ფაქტიურად მიღებული იქნა 7725,2 ათასი ლარი, 180,0 ათასი ლარით ნაკლები რაც გადანაწილებულ იქნა ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტზე საქართველოს მთავრობის 2014 წლის 11 ივნისის N384 დადგენილების შესაბამისად ქალაქის ბიუჯეტის შესრულების უზრუნველსაყოფად. მიზნობრივი ტრანსფერი გათვალისწინებული იყო 210,0 ათასი ლარი, ფაქტიურმა შემოსავალმა შეადგინა 210,0 ათასი ლარი. საქართველოს მთავრობის 2014 წლის #471 განკარგულების საფუძველზე, სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებული იყო 1748,4 ათასი ლარი, რაც სრულად იქნა გამოყოფილი. გარდა სოფლის მხარდაჭერის პროგრამისა რეგიონებში განსახორციელებელი ფონდიდან გათვალისწინებული იყო 3383,7 ათასი ლარის გამოყოფა, გამოცხადებული ტენდერების შედეგად მიღებული ეკონომიების და ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების მიხედვით, გამოიყო 3243,8 ათასი ლარი, ანუ 139,9 ათასი ლარით ნაკლები.

ბიუჯეტის გადასახდელები

ბიუჯეტის გადასახდელების დაზუსტებული მაჩვენებელი 2014 წლისათვის პროგნოზირებული იყო 16640,3 ათასი ლარის ოდენობით, საკასო შესრულებამ შეადგინა 15582,7 ათასი ლარი ანუ 1057,6 ათასი ლარით ნაკლები. ცალკეული სფეროების და მხარჯავი სუბიექტების მიხედვით, ბიუჯეტის შესრულება იძლევა შემდეგ სურათს:

I საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურების სფეროში წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსებაზე პროგნოზით გათვალისწინებული იყო 3150,5 ათასი ლარის გამოყოფა, ფაქტიურმა შესრულებამ შეადგინა 3096,7 ათასი ლარი ანუ 53,8 ათასი ლარით ნაკლები.

საკრებულოს აპარატის შენახვაზე გამოიყო 779,7 ათასი ლარი, გათვალისწინებულზე 0,7 ათასი ლარით ნაკლები, გამგეობის, სამსახურების და ტერიტორული ორგანოების შენახვაზე გამოიყო 2112,8 ათასი ლარი გათვალისწინებულზე 35,0 ათასი ლარით ნაკლები.

სარეზერვო ფონდის მოცულობა საპროგნოზო მაჩვენებლით განსაზღვრული იქნა 154,3 ათასი ლარის ოდენობით. წლის განმავლობაში საკასო ხარჯმა შეადგინა 141,5 ათასი ლარი. რაც ბიუჯეტის საკუთარი ხარჯების 1,4 პროცენტს შეადგენს სარეზერვო თანხის ძირითადი ნაწილი მიმართულ იქნა სტიქიის შედეგად დაზარალებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად ასევე, ბიუჯეტით გათვალისწინებული და საჭირო ხარჯების დასაფინანსებლად. სარეზერვო ფინდიდან თანხები გამოყოფილია შემდეგი დანიშნულებით:

24.3 ათასი ლარი სოფ. შამგონაში მდინარე ენგურზე ნაპირდამცავი ნაგებობის რეაბილიტაცია; 4.5 ათასი ლარი სოფ. კახათში სანიაღვრე არხის რეაბილიტაცია; 6.6 ათასი ლარი სოფ კოკში ნაპირდამცავი ნაგებობების მოწყობა; 24,3 ათასი ლარი სოფ. ჯიხაშკარში ხიდის რეაბილიტაცია; 11,3 ათასი ლარი მდ.ჯუმზე ნაპირსამაგრის რეაბილიტაცია; 8,9 ათასი ლარი დევნილი მოსახლეობისათვის გადასაცემი ამონიუმის გვარჯილის ქ. რუსთავიდან ტრანსპორტირება; 2,0 ათასი ლარი სოციალურად დაუცველი ს. შალამბერიძის თურქეთის კლინიკაში გამგზავრების ღირებულება; 9,9 ათასი ლარი მდ. ჯუმზე სტიქიის შედეგების ლიკვიდაცია; 2,2 ათასი ლარი განმუხურის ამბულატორიის ეზოს შემოკავება; 6,0 ათასი ლარი ორსანტიში ნაპირდამცავი ნაგებობის საპროექტო დოკუმენტაციის შედგენა; 7,0 ათასი ლარი ჯიხაშკარში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები; 2,2 ათასი ლარი უჩაშონაში გზის დაზიანებული მონაკვეთის რეაბილიტაცია; 4,1 ათასი ლარი ოქტომბერში დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში კანალიზაციის რეაბილიტაცია; 10,0 ათასი ლარი ორულუს გზის რეაბილიტაცია; 2,6 ათასი ლარი ახალსოფელში წყლის სისტემის რეაბილიტაცია; 3,0 ათასი ლარი ცაიშში ხიდის რეაბილიტაცია; 15,8 ათასი ლარი სოფ ინგირში ამბულატორიის შენობის საძირკვლის მოწყობა. 26,8 ათასი ლარი სხვადასხვა ღონისძიებებისათვის. საერთო დანიშნულების სხვა მომსახურებაზე (არქივის მომსახურება, საარჩევნო კომისიის სამუშაო პირობების უზრუნველყოფა, საჯარო მოხელეთა კონკურსის საორგანიზაციო ხარჯები და სხვა) გამოიყო 7 ათასი ლარი.

თავდაცვის სფეროში

სამხედრო სამსახურის შენახვაზე, მიწერისა და გაწვევის ხარჯებზე გათვალისწინებული იყო 173,5 ათასი ლარის გამოყოფა. ფაქტიურად ამ დანიშნულებით გამოყოფილ იქნა 172,3 ათასი ლარი. წლის განმავლობაში აღნიშნული თანხა ხმარდებოდა წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის, მიწერის და გაწვევის სამედიცინო გამოკვლევასთან დაკავშირებულ ხარჯებს. ზემოთხსენებული ხარჯები დაფინანსდა დელეგირებულ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ამ დანიშნულებით გამოყოფილი თანხით და ადგილობრივი ბიუჯეტის თანხებით.

ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია

მუნიციპალიტეტის ასიგნების ძირითადი ნაწილი გათვალისწინებული იყო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაციაზე. საკასო შესრულებამ ამ კუთხით შეადგინა 7961,6 ათასი ლარი, 939,4 ათასი ლარით ნაკლები პროგნოზირებულზე. აღნიშნული ძირითადში აიხსნება იმ გარემოებით რომ დადებული იყო რამოდენიმე გარდავამავალი ხელშეკრულება, ასევე, თანხები შესრულებულ სამუშაოებზე ვერ ანაზღაურდა წლის ბოლოსათვის სამუშაოების შესრულებაზე დოკუმენტაციის დროულად წარმოუდგენლობის გამო, გარდა ამისა ჩატარებული ტენდერებიდან და ფაქტიურად შესრულებული სამუშაოდან მიღებულ იქნა მნიშვნელოვანი ეკონომიები.

გზების მშენებლობა რეაბილიტაციაზე მიიმართა 2130,2 ათასი ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებით.მათ შორის: 1280,6 ათასი ლარი გამოიყო სოფელ ორსანტიის ცენტრიდან ოტობაიას ხიდამდე გზის რეაბილიტაციისათვის. 829,9 ათასი ლარი კოკი-ხურჩის გზის რეაბილიტაციისათვის.

126,9 ათასი ლარი გამოიყო ხიდების მშენებლობაზე. მათ შორის: 50,2 ათასი ლარი სახელმწიფო ბიუჯეტიდან აბასთუმანში ხიდის რეაბილიტაციისათვის, ხოლო დანარჩენი თანხა 76,7 ათასი ლარი სხვადასხვა სოფლებში ხიდების შეკეთება-რეაბილიტაციისათვის.

კომუნალური ინფრასტრუქტურის დარგით პროგნოზირებული იყო 2285,7 ათასი ლარის გამოყოფა, ფაქტიურად მიიმართა 2063,6 ათასი ლარი აქედან სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებით 684,3 ათასი ლარი. აღნიშნული სფეროს დაფინანსებაზე გამოყოფილია თანხები შემდეგი დანიშნულებით: გარე განათების კაპიტალური სამუშაოების და მოხმარებული ელექტრო-ენერგიის ანაზღაურებაზე გამოიყო 521,1 ათასი ლარი, აქედან მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულებამ შეადგინა 334,8 ათასი ლარი და ახალი ქსელის მშენებლობასა და რეაბილიტაციაზე მიიმართა 186,3 ათასი ლარი. მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დასუფთავების პროგრამის განსახორციელებლად გამოიყო 895,5 ათასი ლარი. სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებიდან 195,5 ათასი ლარი გამოიყო ნაგავსაყრელი ტექნიკის შესაძენად. ა.ა.ი.პ კეთილმოწყობის ცენტრის ბაზაზე შესრულდა რიგი კეთილმოწყობის სამუშაოები, მათ შორის სანიაღვრე არხების ამოწმენდა, შეკეთება და რეაბილიტაცია ტროტუარების, ბორდიურების შეკეთება. წლის განმავლობაში სისტემატიურად ტარდებოდა სოფლის ტერიტორიაზე გარე განათების ქსელის მოვლა-შენახვის სამუშაოები. მთლიანობაში ა.ა.ი.პ კეთილმოწყობის ცენტრის შენახვასა და მათ მიერ განხორციელებულ კეთილმოწყობის სამუშაოებზე გამოყოფილ იქნა 647,5 ათასი ლარი.

45,0 ათასი ლარი გამოიყო ადგილობრივი ტყეების მოვლა შენახვის პროგრამაზე.

კომუნალური მეურნეობის სფეროში სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები 304,7 ათასი ლარის ოდენობით მიიმართა წყალმომარაგების სამუშაოებზე. მათ შორის: ჩხორიის, რიყის, ახალსოფელის, გრიგოლიშის, კორცხელის, ჭკადუაშის, ორსანტიის ტერიტორიულ ერთეულებში.

142,8 ათასი ლარი გამოიყო სასაფლაოების მოწყობის და მოვლა-პატრონობის პროგრამისათვის. სასაფლაოების მართვის ცენტრის მიერ, ბიუჯეტიდან მიღებული სახსრებით და საკუთარი შემოსავლებით, წლის განმავლობაში, ხორციელდებოდა სოფლის სასაფლაოების დასუფთავების სამუშაოები, უვარგისი გამხმარი ხეების მოჭრა.

სანიაღვრე არხების მშენებლობა რეაბილიტაციაზე გამოიყო 40,5 ათასი ლარი. მათ შორის: ერგეტის, ინგირის, კოკის, ორსანტიის, ჭკადუაშის ტერიტორიულ ერთეულებში.

647,0 ათასი ლარი გაიხარჯა ნაპირსამაგრების მშენებლობა-რეაბილიტაციისათვის. სახელმწიფო ბიუჯეტიდან. მათ შორის: 531,5 ათასი ლარი დიდინეძში სამაქაცარიოსა და ჭვედერის უბანში ნაპირდამცავი ნაგებობის მოსაწყობად. 16,4 ათასი ლარი ახალსოფელში მდინარე ჯუმზე ნაპირდამცავის მოსაწყობად.

სტიქიით დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად საქართველოს მთავრობის დადგენილების საფუძველზე გამოყოფილი თანხიდან ორსანტიის ტერიტორიულ ერთეულში გურამ ქვარაიას სახლის წინ ნაპირსამაგრი ნაგებობის აღდგენის სამუშაოებისათვის გამოიყო 76,5 ათასი ლარი, ასევე სტიქიით დაზიანებული მოსახლეობის საცხოვრებელის აღდგენისათვის მიიმართა 224,5 ათასი ლარი. 135,0 ათასი ლარი გამოიყო მუნიციპალური ტრანსპორტის ხელშეწყობის პროგრამისათვის. სოფლის მხარდაწერის პროგრამისათვის წინა წლების ნაშთის და თანადაფინანსების თანხების გათვალისწინებით დაგეგმილი იყო 2110,4 ათასი ლარის გამოყოფა, ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების კვალობაზე გამოყოფილ იქნა 1805,1 ათასი ლარი ანუ შესრულებამ შეადგინა 295,3 ათასი ლარით ნაკლები.

წლის განმავლობაში სოფლის მხარდაჭერის პროგრამით განხორციელებული პროექტებიდან

1. 520,2 ათასი ლარი მიიმართა გზების რეაბილიტაციაზე; 2. 159,5 ათასი ლარი ხიდ-ბოგირის და ნაპირსამაგრი ნაგებობების რეაბილიტაციაზე; 3. 92,9 ათასი ლარი საბავშვო ბაღების რეაბილიტაციაზე; 4. 80,9 ათასი ლარი სპორტული მოედნების მოწყობა რეაბილიტაციაზე; 5. 104,3 ათასი ლარი წყალმომარაგების სისტემის მოწყობის რეაბილიტაციაზე; 6. 42,5 ათასი ლარი გარე განათების მოწყობა რეაბილიტაციაზე; 7. 88,7 ათასი ლარი მოსაცდელების მოწყობაზე 8. 111,4 ათასი ლარი მიწის ნაკვეთების შემოღობვაზე; 9. 19,3 ათასი ლარი ობელისკებისა და მემორიალების რეაბილიტაციაზე; 10. 12,6 ათასი ლარი სამელიორაციო არხების მოწყობაზე; 11. 118,3 ათასი ლარი სანიაღვრე არხების მოწყობის რეაბილიტაციაზე; 12. 72,5 ათასი ლარი სხვა მიკროპროექტებზე(სახურავები,წისქვილი, სველი წერტილები; 13. 81,8 ათასი ლარი საპროექტო სამუშაოებზე ცალკეული სოფლების მიხედვით განხორციელებულ პროექტებზე თან ერთვის დანართი.

განათლების სფერო

განათლების სფეროში 2014 წელს გამოიყო 1557,5 ათასი ლარი, აქედან ძირითადი თანხა 1405,2 ათასი ლარი მიიმართა სკოლამდელ დაწესებულებათა შენახვაზე, გაცილებით მეტი თანხები ვიდრე გასულ წლებში. რაც მოხმარდა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებული სკოლამდელ დაწესებულებათა შენახვას.

სოფლის საჯარო სკოლების ფინანსური ხელშეწყობისათვის გამოიყო 77,7 ათასი ლარი. კომუნალური საკითხების მოსაგვარებლად, ოთახების სარემონტო სამუშაოებისათვის, სკოლის გათბობის სისტემის, სახურავების, ოთახების, სპორტული დარბაზის შეკეთების და მოწყობის, ასევე სხვადასხვა სარემონტო სამუშაოებისათვის, ცალკეული სკოლების მიხედვით მოსწავლეთა სატრანსპორტო მომსახურებისათვის და შემეცნებითი პროგრამების დაფინანსებისათვის.

სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამაზე ზედაეწერის აგრარული კოლეჯის ბაზაზე გამოიყო 72,0 ათასი ლარი. განსაკუთრებული ნიჭის მქონე ფინანსური მხარდაჭერის პროგრამაზე 2,6 ათასი ლარი.

დასვენება, კულტურა, რელიგია, სპორტი

მნიშვნელოვანი თანხები მოხმარდა კულტურისა და სპორტის დაფინანსებას, ამ დარგში ბიუჯეტიდან გამოიყო 1907,2 ათასი ლარი, აქედან 460,9 ათასი ლარი მიიმართა სპორტის სფეროს დაფინანსებაზე. ადგილობრივი ბიუჯეტიდან ა.ა.ი.პ ახალგაზრდობისა და ფეხბურთის განვითარების ცენტრის შენახვაზე 2014 წელს გამოიყო 439,9 ათასი ლარი. კულტურის სფეროს დაფინანსებაზე მიიმართა 1431,2 ათასი ლარი, აქედან კულტურულ ღონისძიებებზე მიიმართა 124,0 ათასი ლარი, რაც მოხმარდა სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები ჩატარებას: მათ შორის საახალწლო საშობაო, დედისა და ქალთა დღისადმი, საქართველოს დამოუკიდებლობის, ბავშვთა, ჟურნალისტიკის, 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების დაფინანსებას. ანაკლიის-განმუხურის საკურორტო სეზონის გახსნის, ვლაქერნობის, ცოტნეობის დღესასწაულების და სხვა ღონისძიებათა დაფინანსებას. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მოვლისა და შენახვის პროგრამების განსახორციელებლად გამოიყო 19,9 ათასი ლარი. აქედან --- ათასი ლარი მიიმართა ,,ერგეტის არქეოლოგიური მემკვიდრეობის“ საველე-არქეოლოგიური კვლევის პროექტის განხორციელებაზე.

ახალგაზრდულ პროგრამების განხორციელებაზე 2014 წელს გამოიყო 15,1 ათასი ლარი, წლის განმავლობაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა მოსწავლე ახალგაზრდობის შემეცნებით-გასართობ ღონისძიებათა ჩატარებასა და ფინანსურ უზრუნველყოფას.

საბიბლიოთეკო სისტემას ადგილობრივი ბიუჯეტიდან სუბსიდირების სახით გამოეყო 206,4 ათასი ლარი. წლის განმავლობაში გარდა შრომის ანაზღაურებისა თანხები მიიმართა წიგნებისა და ჟურნალ-გაზეთების შესაძენად. წლის განმავლობაში მოეწყო არა ერთი საინტერესო ღონისძიება და ფოტო გამოფენა. ცენტრალურმა ბიბლიოთეკამ და სასოფლო ბიბლიოთეკებმა წლის განმავლობაში 56 სხვადასხვა ღონისძიება ჩაატარა მათ შორის ერთობლივი პროექტები სხვადასხვა ორგანიზაციებიდან, შეხვედრები პოეტებთან, ხელოვნების მოღვაწეებთან, წიგნის კვირეული. ა.ა.ი.პ ,,მუსიკალურ ქორეოგრაფიული“ ცენტრი ოდიშის სუბსიდირებაზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო 530,0 ათასი ლარი. ქორეოგრაფიული ცენტრის მიერ წლის განმავლობაში ჩატარდა არა ერთი წარმატებული პროექტი და ღონისძიება.

მუსიკალური და ქორეოგრაფიული ანსაბლების: (ჩელა, ოდოია, ცისკარი, რიბირაბო, გინცი, ორბი, ფენიქსი, კახათი, სიჭაბუკე, რეტრო ) მონაწილეობით. ანსაბლები და წევრები მონაწილეობდნენ როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო კონკურსებსა და ფესტივალებში.

სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებით რეაბილიტაცია ჩაუტარდა ოდიშის კკულტურის სახლს თანხით 238,2 ათასი ლარი. სახელოვნებო განვითარების პროგრამა N2 სამუსიკო სკოლის ბაზაზე დაფინანსდა 92,0 ათასი ლარით, თეატრალური ხელშეწყობის განვითარების პროგრამა სამოყვარულო თეატრის ბაზაზე 43,0 ათასი ლარით.

ჯანდაცვის სფეროში

დელეგირებულ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი თანხით და ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის ღონისძიებებზე გამოიყო 161,5 ათასი ლარი. წლის განმავლობაში სისტემატიურად ხორციელდებოდა კვლევა, დაკვირვება, აღრიცხვა და ღონისძიებათა გატარება ინფექციურ და პარაზიტულ დაავადებათა საწინააღმდეგოდ. ცენტრის მიერ გატარებულ იქნა რიგი პროფილაქტიკური ღონისძიებანი. საინფორმაციო საშუალებებით და აუდიტორიის მეშვეობით ჩატარებულია ლექცია-საუბრები ცხოვრების ჯანსაღი წესების პროგრამების ფარგლებში. პერიოდულად მოწმდებოდა სკოლამდელი და სასკოლო დაწესებულებებში სანიტარულ -ჰიგიენური ნორმების დაცვის მდგომარეობა და ტარდებოდა ღონისძიებანი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. ჯანდაცვის დარგში ექსკლუზიური უფლებამოსილებათა განსახორციელებლად გამოიყო 40,0 ათასი ლარი, რაც ითვალისწინებდა საერთო მომსახურების ობიექტებში პროფილაქტიკურ ღონისძიებათა გატარებას სხვადასხვა დაავადებათა რისკფაქტორების საწინაღმდეგოდ.

სოციალური სფერო

სოციალური სფეროს დაფინანსებაზე სხვადასხვა პროგრამების განხორციელებისათვის მიიმართა 685,4 ათასი ლარი. გამოყოფილი თანხები პროგრამებისა და ღონისძიებათა მიხედვით იძლევა შემდეგ სურათს. ომის ვეტერანთა სოციალური დაცვის მუხლით გამოყოფილ იქნა 10,1 ათასი ლარი, რომელიც მიიმართა საპენსიო დანამატებისათვის, ომის ვეტერანებზე 9 მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით ფულადი დახმარებების და ასევე საჩუქრებისათვის.

ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვისათვის ბენეფიციარზე გამოიყო 42,4 ათასი ლარი, მათ შორის: თანხები გამოიყო უმწეო და მარტოხელა ბენეფიციარზე, დედ-მამით ობოლი ბავშვების დახმარებებზე მრავალშვილიანი ოჯახებზე.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური დაცვისა და რეაბილიტაციისათვის (ჯგუფის ინვალიდები, ონკოლოგიური ავადმყოფები და ავადმყოფი ბავშვები) სულ გამოიყო 52,0 ლარი. მარჩენალდაკარგულ პირთა სოციალური დაცვის მიზნით გამოიყო 17,0 ათასი ლარი.

სადღესასწაულო დღეების დახმარების პროგრამისათვის მიიმართა 20,7 ათასი ლარი. შესაბამისად, ალილოს, აღდგომის და ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით.

მოსახლეობის ტრანსპორტით მგზავრობის ღირებულების თანადაფინანსების მიზნით გამოიყო 19,9 ათასი ლარი, რომელიც გაიხარჯა ზუგდიდის-ხურჩის მარშუტზე ყოველთვიურად მგზავრების მომსახურების მიზნით უსახლკაროდ დარჩენილთა სოციალურ დაცვის პროგრამისათვის გამოიყო 51,5 ათასი ლარი. რომელიც მიიმართა ხანძრისა და სტიქიის შედეგად დაზარალებული - ოჯახებისა და უსახლკაროთა ბინის ქირის გადასახდელად. დევნილთა მხარდაჭერის პროგრამისათვის გამოყოფილ იქნა 7,4 ათასი ლარი. ამასთან ჩასახლებულ დევნილთა საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებისათვის ინფრასტრუქტურული პროექტებიდან გამოყოფილი იქნა 10,0 ათას ლარამდე.სამედიცინო დახმარების პროგრამა ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით 126,8 ათასი ლარის ოდენობით რომელიც მიიმართა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მაცხოვრებელ მოქალაქეებისათვის, დამტკიცებული სამედიცინო პროგრამით გათვალისწინებული მკურნალობის და მედიკამენტის შეძენისათვის.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.