ახალგაზრდულმა ცენტრმა „ ორტუსი“ შემაჯამებელი შეხვედრა გამართა (ვიდეო)
12:46 / 14.03.2015
პროექტის "ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში" ფარგლებში, რომელსაც ასოციაცია "ათინათის"ახალგაზრდული ცენტრი „ორტუსი“ ახორციელებს, შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. შეხვედრაზე ახალგაზრდული ცენტრის წევრებმა სამი წლის განმავლობაში განხორციელებული პროეექტების,სათემო და საქველმოქმედო აქტივობების, ახალგაზრდების წარმატების ისტორიები, ასევე მათ მიერ განხორციელებული ღონისძიებების პრეზენტაციები წარმოადგინეს.
პროექტი „ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში“ 2011 წლის სექტემბერში დაიწყო და 2015 წლის მარტში დასრულდება. მისი მიზანია საზოგადოებაში სამოქალაქო აქტივიზმის და კულტურის დანერგვა,ასევე საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ახალგაზრდებსა და საქართველოში მცხოვრებ ეთნოსებს შორის ინტეგრაციის გაძლიერება.
პროექტის შემაჯამებელ შეხვედრას საქართველოს გაეროს წევრები, ადგილობრივი ხელისუფლებისა და რეგიონში მოღვაწე საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პროექტის პარტნიორი სამეგრელოს რეგიონში არის ასოციაცია „ ათინათი“ და მას ახორციელებს „ საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG) „ აშშ-საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID)“ ფინანსური მხარდაჭერით .
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები