შემადგენლობა:
400 გრ ლობიო
400 გრ სიმინდი
2 ცალი ლაიმა
1 ცალი ტკბილი წიწაკა
½ ჭიქა ოხრახუში
1 ცალი მწვანე ხახვი
¼ ჭიქა ზეითუნის ზეთი
1 ძირი სალათის ფოთოლი
1 ჩ.კ. მარილი (გემოვნებით)
მომზადების წესი:
ლობიო და სიმინდი გადმოვწუროთ ბანკებიდან. წიწაკა დავჭრათ კუბიკებად, წვრილად დავჭრათ ხახვი, მწვანილი. ლაიმი დავჭრათ თხელ ნაჭრებად. ჯამში გადავურიოთ ბოსტნეული ზეთთან და 2 ს.კ. ლაიმასთან ერთად.სალათის ფოთლები დავანაწევროთ. სალათის ფოთლებს ზემოდან დავალაგოთ ბოსტნეული. ყველაფერი გადავურიოთ.
გემრიელად მიირთვით და გაიღიმეთ ხშირად!...
მასალის გამოყენების პირობები