ინგრედიენტები:
ხაჭო 500 გ
შაქარი 5 ს.კ
კვერცხი 4
არაჟანი 2 ს.კ
სახამებელი 2 ს.კ
ვანილი
ქიშმიში
მომზადების წესი:
ხაჭო, კვერცხის გული, შაქარი, არაჟანი, სახამებელი და ვანილი ერთად ათქვიფეთ. ცალკე ათქვიფეთ კვერცხის ცილა და მიღებული ბეზე შეურიეთ ხაჭოს. დაამატეთ ქიშმიში.
საშუალო ზომის ფორმას წაუსვით ცხიმი ან ჩააფინეთ ქაღალდი და გადაიტანეთ ხაჭო. გამოაცხვეთ 180-200 გრადუსზე 30-40 წუთი.
თუ ამ დესერტს საღამოს გამოაცხობთ, დილით არაჩვეულებრივი საუზმე გექნებათ!
მასალის გამოყენების პირობები