"ათინათში" პედაგოგებს ეროვნულ სასწავლო გეგმაში შესატანი ცვლილებები გააცნეს (ვიდეო)
14:08 / 15.03.2015
ასოციაცია "ათინათის" სააქტო დარბაზში, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა რეგიონული ღონისძიებების ფარგლებში მრგვალი მაგიდა ჩატარდა. შეხვედრაზე საგნის ექსპერტმა და სამოქალაქო განათლების დამხმარე სახელმძღვანელოს თანაავტორმა ნინი გვარამაძემ პედაგოგებს ეროვნულ სასწავლო გეგმაში შესატანი ცვლილებები გააცნო, რომელიც სამოქალაქო განათლების მიმართულებით იგეგმება. შეხვედრას პროგრამის - "მომავლის თაობა" ფარგლებში, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში არსებული პარტნიორი სკოლების სამოქალაქო განათლების პედაგოგები დაესწრნენ.
ცნობისთვის, პროგრამა - " მომავლის თაობა" ამერიკული ორგანიზაცია, PH international-ი ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსებით და საქართველოს განათლების სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. პროგრამა საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს და 485 საჯარო და კერძო სკოლას გაუწევს დახმარებას, მათ შორის სამეგრელოს რეგიონის 53 საჯარო სკოლას.
ამასთან, პროგრამის ფარგლებში სკოლები დამხმარე სახელმძღვანელოებს, სკოლისა და საზოგადოების სასარგებლო პროექტების განხორციელებისთვის მცირე გრანტებს მიიღებენ. დაგეგმილია ასევე პედაგოგების გადამზადება.
პროგრამას სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ასოციაცია “ათინათი” ახორციელებს.
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები