სულ ცოტა ხნის წინ ანჯელინა ჯოლიმ და ბრედ პიტმა სირიელი ობოლი ბიჭუნა იშვილეს, ახლა კი ფიქრობენ, რომ კენიელი ბავშვი აიყვანონ, რომელიც მათ ოჯახში მერვე შვილი იქნება.
ძალიან ხშირად დასავლური პრესა წერს, რომ ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის ქორწინებას ბზარები გაუჩნდა და ბავშვების აყვანაც მხოლოდ მათი ქორწინების გადასარჩენად ხდება.
როგორც სხვადასხვა ინტერვიუში ვარსკვლავური წყვილი აცხადებს, მათი ბედნიერი წუთები ოჯახში ბავშვების გაჩენას უკავშირდება. სწორედ ამიტომ გაუჩნდათ ეჭვი ჟურნალისტებს ცოლ-ქმრის მრავალშვილიანობასთან დაკავშირებით. თუმცა ვიმედოვნებთ, რომ ეს ასე არ არის, მათ ქორწინებას საფრთხე არ ემუქრება და ბავშვების აყვანაც მხოლოდ კეთილშობილურ მიზნებს ემსახურება.
მასალის გამოყენების პირობები