ფილმმა „კონკია“ ამერიკულ გაქირავებაში წარმატებული სტარტი აიღო. გასულ უქმეებზე მან 70,1 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. ეს მარტის გაქირავების ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სტარტებს შორის მეხუთეა. ჩრდილოეთ ამერიკის ფარგლებს გარეთ სურათმა დამატებით 62 მილიონი დოლარი მიიღო.
მეორე ადგილზე სურათი Run All Night გავიდა, მან სტარტი 11 მილიონი დოლარით აიღო, ხოლო მესამე ადგილი ფილმს „კინგსმენი: საიდუმლო სამსახური“ ერგო. მისმა შემოსავალმა მეხუთე უქმეებზე 6,2 მილიონი დოლარი შეადგინა. 87 მილიონი დოლარის ბიუჯეტით სურათის საერთო შემოსავალმა 257 მილიონი დოლარს მიაღწია, რაც საშუალებას გვაძლევს მის კომერციულ წარმატებაზე ვისაუბროთ.
რაც შეეხება გასული კვირის ლიდერს „ჩაპის“ – მან მხოლოდ 5,8 მილიონი დოლარი გამოიმუშავა და მეხუთე ადგილზე გავიდა.
ამავე თემაზე:
“კონკიას” ახალი ტრეილერი და ფოტოები
მასალის გამოყენების პირობები