მერაბ ნინიძე სტივენ სპილბერგის ახალ ფილმში "ჯაშუშების ხიდი" თამაშობს. მსახიობი ამბობს, რომ სპილბერგს სურდა გვერდი აევლო საბჭოთა ადამიანის სტერეოტიპისთის, რომელიც დამტვრეული ინგლისურით საუბრობს. ნინიძე სპილბერგის დავალებით შეეცდება საბჭოთა ჯაშუშის ახლებური სახე შექმნას.
ფილმში მთავარ როლს პოპულარული ამერიკელი მსახბიობი, ტომ ჰენკსი თამაშობს.ნინიძე ამბობს, რომ გადასაღებ მოედანზე რეჟისორი მსახიობებთან თანაბარი მიდგომით მუშაობს. მას, ისევე როგორც ტომ ჰენკს შემოქმედებით თავისუფლებას და იმპროვიზაციის საშუალებას აძლევს.
სპილბერგმა და მერაბ ნინიძემ ერთმანეთი 2001 წელს გაიცნეს, როცა ეკრანებზე გამოვიდა ფილმი "სადღაც აფრიკაში", სადაც ნინიძე თამაშობს. ქართველი მსახიობი ამბობს, რომ სტივენ სპილბერგი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ხელოვანია, რომელთანაც ოდესმე უმუშავია.
"ჯაშუშების ხიდზე" მუშაობა სპილბერგმა 2014 წელს დაიწყო. ფილმის გამოსვლის სავარაუდო თარიღად 2015 წლის ოქტომბერი სახელდება.
მასალის გამოყენების პირობები