რუბრიკები
"ქართული ოცნება” ზუგდიდში მომხდარი ინციდენტის გამოძიებას ითხოვს
პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" სამართალდამცველებს ზუგდიდში მომხდარი ინციდენტის დროულად გამოძიებისკენ მოუწოდებს, - ამის შესახებ პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. "პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გამოხატავს შეშფოთებას და აცხადებს, რომ არავის აქვს უფლება გავიდეს სამართლებრივი სივრციდან. პარტია მიმართავს სამართალდამცავ ორგანოებს დროულად გამოიძიონ მომხდარი, რათა გამოვლინდნენ და დაისაჯონ დამნაშავეები. "ქართული ოცნება" მოუწოდებს თავის წევრებს და მხარდამჭერებს, არ აჰყვნენ "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაგეგმილ მსგავს პროვოკაციებს, რომელთა მიზანია ხელოვნურად დაძაბონ სიტუაცია და შექმნან არეულობის განცდა საზოგადოებაში", - ნათქვამია განცხადებაში. "ქართული ოცნების" აქტივისტებმა და მხარდამჭერებმა გუშინ, ზუგდიდში, "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან 21 მარტს დაგეგმილი "ნაციონალური მოძრაობის" აქცია გააპროტესტეს. ამის შემდეგ "ქართული ოცნების" აქტივისტებმა გადაინაცვლეს "თავისუფალი ზონის" ოფისთან, რადგან ჰქონდათ ინფორმაცია, რომ იქ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი წევრი, აკაკი მინაშვილი იმყოფებოდა. სწორედ აქ მოხდა ფიზიკური დაპირისპირება, რომლის შედეგად დაშავდნენ როგორც აქციის მონაწილეები, ასევე სამართალდამცავებიც. დაპირისპირებულმა მხარეებმა ერთმანეთის წინააღმდეგ ხელკეტები გამოიყენეს. ჩაიმსხვრა ოფისის მინები. მინის ჩამსხვრევის შედეგად სერიოზულად დაშავდა "ქართული ოცნების" ერთ-ერთი აქტივისტი. ამის შემდეგ აქციის მონაწილეებმა ისევ "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან გადაინაცვლეს და აქაც მოხდა ფიზიკური დაპირისპირება.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.