რუბრიკები
დუბაიში ”მომავლის მუზეუმს” ააშენებენ
დუბაიში ”მომავლის მუზეუმს” ააშენებენ. ბრიტანული გამოცემა ”ტელეგრაფის” ინფორმაციით, მუზეუმი 2017 წელს გაიხსნება. მუზეუმში წარმოდგენილი იქნება ინფორმაციული ტექნოლოგიების სიახლეები, განთავსდება სპეციალური ინოვაციური ლაბორატორიები, სადაც მკვლევარები საკუთარი პროექტების რეალიზებას მოახდენენ. ”მომავლის მუზეუმის” გახსნის შესახებ დუბაის შეიხმა მუჰამედ ბინ რაშიდ ალ მაკტუმ მოსახლეობას ”ტვიტერის” მეშვეობით აცნობა. ”მსოფლიო დაჩქარებული ცოდნისა და დიდი ტექნოლოგიური რევოლუციების ახალ ერაში შედის. ჩვენი მიზანია, წინ წარვუძღვეთ ამ ეპოქას და არა - უკან მივდიოთ მას და ჩამოვრჩეთ”, - დაწერა დუბაის შეიხმა ”ტვიტერზე”. მისივე ინფორმაციით, მუზეუმის მშენებლობა 136 მილიონი დოლარი დაჯდება. ”მომავლის მუზეუმი” მსოფლიოს ყველაზე მაღალი ცათამბჯენის, საქვეყნოდ ცნობილ ”ბურჯ ხალიფასთან” ახლოს განთავსდება. 2015 წელი არაბთა გაერთიანებული საამიეროების პრეზიდენტმა ინოვაციების წლად გამოაცხადა. მომავლის მუზეუმი, რომლის დევიზიც ”დაინახე მომავალი, შექმენი მომავალი” გახლავთ, იმ მასშტაბური პროექტის ნაწილია, რომლითაც დუბაი მსოფლიო გამოფენისთვის World Expo 2020 ემზადება. დუბაის ხელისუფლება World Expo 2020-ს ფარგლებში აპირებს სამეცნიერო ქალაქის გაშენებას, სადაც მკვლევარები და გამომგონებლები იცხოვრებენ. პროექტის რეალიზებისთვის ქვეყნის ხელისუფლება ხუთი წლის განმავლობაში ჯამში 7,16 მილიარდი დოლარის მიზიდვას გეგმავს. წინასწარი მონაცემებით, World Expo 2020 ექვსი თვის განმავლობაში გაიმართება და წინასწარი პროგნოზით, მას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 25 მილიონი სტუმარი ეწვევა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.