„დედამიწის საათი“, რომელიც ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) ორგანიზებით ხორციელდება, მსოფლიოში უდიდესი გარემოსდაცვითი აქციაა, რომლის დროსაც მილიონობით ადამიანი ერთი საათით უარს ამბობს ელექტროენერგიის მოხმარებაზე და ამგვარად გამოხატავს მხარდაჭერას პლანეტის მწვანე და უსაფრთხო მომავლის დაცვის იდეის მიმართ.
„დედამიწის საათის“ დადგომისას ელექტროენერგია ირთვება მსოფლიოს მრავალი ქალაქის ყველაზე ცნობილ ღირსშესანიშნაობებში, მხარდამჭერები მთელი მსოფლიოს მასშტაბით კი, აქციას უერთდებიან.
”დედამიწის საათი” ყოველწლიურად მარტის ბოლოს იმართება.
ღონისძიების მთავარი მიზანია ინფორმაციის მიწოდება კლიმატის ცვლილების შესახებ, საზოგადოების გარემოს დაცვითი ცნობიერების ამაღლება, პასუხისმგებლობის გაზრდა, საკუთარი ქცევის შეფასება და შეცვლა გარემოს სასარგებლოდ.
კლიმატის ცვლილება დედამიწის ყველაზე რთული და კომპლექსური გარემოსდაცვითი პრობლემაა. მის ცვლილებაზე ზემოქმედების შანსი ამ ეტაპზე ჯერ კიდევ არსებობს, თუმცა ხვალ შესაძლოა უკვე დაგვიანეული აღმოჩნდეს.
”დედამიწის საათი”, რომელიც საქართველოში უკვე მეშვიდედ აღინიშნება, 28 მარტს, ადგილობრივი დროით 20:30-დან 21:30 გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები