რუბრიკები
ტრანსგენდერი ადამიანების მდგომარეობა საქართველოში-კვლევის პრეზენტაცია ზუგდიდში(ვიდეო)
ზუგდიდში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში "ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა” (WISG) საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს საქართველოში ტრანსგენდერი ადამიანების მდგომარეობის კვლევის ანგარიში წარუდგინა.  ორგანიზაციის წარმომადგენლის ანა გიორგაძის თქმით, საქართველოში ლგბდ ჯგუფის წევრები, დისკრიმინაციისა და ძალადობის წინაშე, როგორც შრომით ურთიერთობებში, ისე ჯანდაცვის მომსახურებისა და სხვა სფეროებში კვლავ დაუცველები რჩებიან. კვლევის მიხედვით, გამოკითხული რესპოდენტების უმეტესობა, ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე, თავისი გენდერული იდენტობის გამო, ერთხელ მაინც გამხდარა ფიზიკური ძალადობის ობიექტი. ორგანიზაციის კვლევაში მოხვდა 25 წლის ლიზას (ტრანსგენდერი ქალი) ისტორია, რომელზეც გასული ორი წლის მანძილზე ფიზიკური ძალადობა ოთხჯერ განხორციელდა. მათ შორის, ორჯერ 2013 წლის 17 მაისის შემდგომ, როდესაც 17 მაისის საღამოს მას უცნობი კაცები საცხოვრებელ ბინასთან დაესხნენ თავს, მეორედ კი 17 მაისის შემდგომ დღეებში, როდესაც ის თავის ძველ უბანში ნათესავების მოსანახულებლად მივიდა. ლიზა იხსენებს, რომ ის უბნის ბიჭებმა დაიჭირეს (ისინი ხუთნი იყვნენ) და წინამოზე ცეცხლი წაუკიდეს. „ჩემი უბნელები... ბავშვობიდან რაღაცას ვარაუდობდნენ... ღია ცხოვრებით არ ვცხოვრობ, მაგრამ ყოველთვის რაღაც განსხვავებული ვარ ... და ეჭვები ჰქონდათ... ვბრუნდები სახლში და „მოდი აქ შეპიდარასტო! ეგ რა პიდარასტული ვარცხნილობაა?!” ანუ შენ უნდა გამოგასწოროთო ... შეძახილები ... დამესივნენ, ერთი შემომეხვია კისერზე, მახრჩობდა და ცხვირში მლეწა კარგად და სანთებელა აიღო, ჩოლკა ასე გამომიწია და ნუ ჩოლკა გადამიწვეს, იხსენებს ლიზა(პირობითი სახელი) ორგანიზაციასთან საუბარში. ორგანიზაციის იურისტის ციალა რატიანის თქმით, 2012 წელს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმად სიძულვილით მოტივირებული დანაშაული დამამძიმებელ გარემოებად ითვლება, თუმცა პრაქტიკაში აღნიშნული ცვლილება არც ერთ სახელმწიფო უწყებას არ გამოუყენებია. "სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულთან დაკავშირებულ ფაქტებზე ინფორმაცია მოვითხოვეთ სასამართლოს ყველა ინსტანციიდან, პროკურატურიდან, სახალხო დამცველის აპარატიდან, ინფორმაციის დაცვის ინსპექტორის ოფისიდან და სახლემწიფოს ყველა უწყებიდან. როგორც მოსალოდნელი იყო სტატისტიკა - ნული", - თქვა ციალა რატიანმა. "ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის” რეკომენდაციის თანახმად, სახელმწიფომ ჰომოფობია/ ტრანსფობია სოციალურ პრობლემად უნდა აღიაროს , სამართალდამცავმა ორგანოებმა სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულზე სწრაფი და ეფექტური რეაგირება მოახდინოს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.