ქართული ანბანის იმ სამი სახეობის იუნესკოს ნომინანტთა ნუსხაში შეტანის პროცედურა დაიწყო, რომელთაც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინიციატივით უკვე მიენიჭა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.
როგორც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ანთიძემ განაცხადა, მიმდინარეობს მსოფლიო მემკვიდრეობის ნომინაციაში წარსადგენად შესაბამისი მასალის - ფილმის და დამატებითი სააღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება, ასევე პასპორტის შევსება. მარტის ბოლოს ან აპრილის დასაწყისში კი, მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტში წარდგენილი იქნება განაცხადი.
არქივი სამი ტიპის ანბანით - მხედრული, ასომთავრული და ნუსხურით შექმნილ მრავასაუკუნოვან წიგნებსა და ხელნაწერებს აერთიანებს.
მსოფლიოში არსებულ 14 თანამედროვე და ცოცხალ დამწერლობას შორის ერთ-ერთი ქართულია. მარტის ბოლოს სააგენტო ქართულ ანბანთან დაკავშირებულ სრულ ინფორაციას წარმოადგენს, რის შემდეგაც უნესკო ორწლიან ვადაში განიხილავს ქართული ანბანისთვის მსოფლიო მემკვკიდრეობის სტატუსის მინიჭების საკითხს. იმ შემთხვევაში თუ ქართული დამწერლობა ოფიციალურად მიიღებს სტატუსს, მაშინ საქართველო არამატერიალური ძეგლის სტატუსის მქონე დამწერლობის სამი თანაბარად მოქმედი ანბანის მფლობელი პირველი ქვეყანა იქნება.
მასალის გამოყენების პირობები