რუბრიკები
ბესლან ბუთბა თანამდებობიდან გაათავისუფლეს
რაულ ხაჯიმბამ 16 მარტს ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის თანახმად დე ფაქტო აფხაზეთის პრემიერ -მინისტრი ბესლან ბუთბა დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა. ოკუპირებული აფხაზეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობას დროებით პირველი ვიცე-პრემიერი შამილ აძინბა შეასრულებს. ბესლან ბუთბა ოკუპირებული აფხაზეთის პრემიერის პოსტზე 2014 წლის 29 სექტემბერს დაინიშნა. მანამდე ის ე. წ. პარლამენტის დეპუტატი იყო. უფრო ადრე, 2009 წელს კი საპრეზიდენტო არჩევნებში იყრიდა კენჭს. ბუთბა 2007 წლიდან აფხაზეთის ეკონომიკური განვითარების პარტიას ხელმძღვანელობს. "იტარ ტასისთვის" მიცემულ ინტერვიუში ბუთბამ განაცხადა, რომ ოფიციალური განცხადებით გადადგომის შესახებ მას დე ფაქტო პრეზიდენტისთვის არ მიუმართავს. „მე მხოლოდ ვაცნობე პრეზიდენტს პრემიერ - მინისტრის თანამდებობის დატოვების შესახებ», — თქვა ბუთბამ. გადადგმომის მიზეზებზე საუბრისას მან ხაზი გაუსვა, რომ ვერავითარ აზრს ვერ ხედავს თავის მუშაობაში. " ჩემი უფლებამოსილებები უკვე გადაეცა პრეზიდენტის ადმინისტრაციას",- დასძინა მან .
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.