რუბრიკები
სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის განცხადება
სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის აპარატი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს,რომელსაც რადიო"ათინათი"უცვლელად გთავაზობთ. "ორი დღის განმავლობაში ცალკეულ მედიასაულებებში და ცალკეული პოლიტიკოსების მხრიდან ვრცელდება ინფორმაცია, რომ 15 მარტს ზუგდიდში გამართულ აქციაში მონაწილეობდა ლაშა გვასალია, რომელიც მოხსენიებულია, როგორც სამეგრელო-ზემო სავნეთის გუბერნატორის მოადგილე. ვაცხადებთ, რომ ლაშა გავსალია, არ არის გუბერნატორის მოადგილე და არ მუშაობს არცერთ თანამდებობაზე. გუშინ 16 მარტს, ჩვენი მხრიდან გაკეთდა განცხადება, რომ ლაშა გვასალია არ არის ჩვენი თანამშრომელი, მიუხედავად ამისა ტელეკომპანია „რუსთავი-2“-მა მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში იგივე „შეცდომა დაუშვა“. გუბერნატორის ადმინისტრაცია მედიასაშუალებებს მოუწოდებს თავი შეიკავონ არასწორი ინფორმაციის გავრცელებისგან და არ შეიყვანონ მაყურებელი შეცდომაში. ასევე ცალკეულმა პოლიტიკოსებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ აქციაში მონაწილეობდა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე კობა ქანთარია, რაც ასევე სიცრუეა. ორგანიზაცია „თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის“ ხელმძღვანელმა ანი ნადარეიშვილმა გამოაქვეყნა იმ პირების სია, ვინც თითქოსდა მათ თავს დაესხნენ, იძალადეს, ხელკეტებითა და ქვებით შეუვარდნენ ოფისში. ამ სიაში ანი ნადარეიშვილმა შეიყვანა გუბერნატორის პრესსამსახურის უფროსი პაატა ლაგვილავა. ვაცხადებთ, რომ პაატა ლაგვილავა არ მონაწილეობდა აქციაში და მისი დასახელება ემსახურება მხოლოდ მისი იმიჯის შელახვას. ცილისწამებისთვის პაატა ლაგვილავა ანი ნადარეიშვილს სასამართლოში უჩივის. ჩვენ გუშინ, მთელი დღის განმავლობაში ვთხოვდით ანი ნადარეიოშვილს გამოაექვეყნებინა ფოტო ან ვიდეო მასალა, სადაც პაატა ლაგვილავას ძალადობა იქნებოდა აღბეჭდილი, თუმცა ნადარეიშვილი მსგავს მასალას ვერ გამოაქვეყნებდა, რადგან მსგავსი კადრები მარტივი მიზეზით არ არსებობს, პაატა ლაგვილავა არ მონაწილეობდა იმ აქციაში რაშიც ანი ნადარეიშვილი მას ადანაშაულებს. „თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის“ ხელმძღვანელმა მოიტყუა, სცადა საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, შელახა პაატა ლაგვილავას იმიჯი, რისთვისაც მას ბოდიშის მოხდისკენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ",-ნათქვამია სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის განცხადებაში.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.