რუბრიკები
ზუგდიდის გამგეობა ცენტრ „ოდიშში“ მოსწავლეების ყოფნის შესახებ განმარტებას აკეთებს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა, 2015 წლის 14 მარტს, კულტურის ცენტრ „ოდიში“–ს საკონცერტო დარბაზში, სადაც ფილმის - „9 წლიანი რეჟიმის სისხლიანი ქრონიკა“  ჩვენება გაიმართა, მოსწავლეების ყოფნის შესახებ განმარტებას აკეთებს. გამგეობა ფილმის ჩვენებაზე მოსწავლეების დასწრებას უარყოფს და კულტურის ცენტრში ბავშვების ყოფნას სხვა ღონისძიებას უკავშირებს. უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება შესაბამის ფოტოებსაც ავრცელებს. რადიო "ათინათი" გამგეობის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: "ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა სრული პასუხისმგებლობით აცხადებს რომ, ფილმის ჩვენებაზე არასრულწლოვანი ბავშვები და სკოლის მოსწავლეები დარბაზში არ იმყოფებოდნენ და კატეგორიულად უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს აღნიშნული ფილმის ჩვენება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ იყო ორგანიზებული.  ფილმის ჩვენება არასამთავრობო ორგანიზაცია „ყველა თაობა საქართველოსთვის“ ეგიდით მოხდა. ტელეკომპანია  „რუსთავი 2“–სა და სხვა მედია საშუალებებში გაჟღერებულ ინფორმაციას, თითქოს ფილმის ჩვენებას მოსწავლეები ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის გამგეობა დეზინფორმაციას უწოდებს. 2015 წლის 14 მარტს კულტურის ცენტ „ოდიში“–ს საკონცერტო დარბაზში დაგეგმილი იყო ფესტივალი ქორეოგრაფიული ანსამბელებისათვის, სადაც მონაწილეობას სამეგრელოს რეგიონის ქორეოგრაფიული სტუდიების მოსწავლეები იღებდნენ. ცენტრის ეზოსა და ფოიეში მათი ყოფნა მხოლოდ ამ ფაქტს უკავშირდება.  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა მსგავსი ცრუ და ყალბი კადრებისა და „საგანგებოდ დადგმული“ რეპორტაჟების გაშუქებისას, რომელიც ასახავს დეზინფორმაციას და იქნება ზუგდიდის მუნიციპალიტეტისათვის ღირსების შემლახავი, მსგავსი ფაქტის დაფიქისრებისას იტოვებს უფლებას ყველა მედია საშუალებას პასუხი სამართლებრივად აგებინოს",- ნათქვამია განცხადებაში.  
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.