15 მარტს სამეგრელოში კორცხელის დედათა მონასტერი გაძარცვეს. მონასტრის წინამძღვრის დედა მარიამ რობაქიძის თქმით,მძარცველებმა ივერიის ღვთისმშობლის და წმინდა ნიკოლოზის ხატებიდან შემოწირულობები და სამკაულები წაიღეს.
მონასტრის წინამძღვრი დედა მარიამი რადიო "ათინათთან" საუბარში ამბობს,რომ ძარცვა კვირას წირვისას, დილის 10:00 საათიდან 11:00 საათამდე მოხდა. მისი განცხადებით,შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებოდნენ, კერძოდ ზედაეწერის პოლიციის გამომძიებელი ზაზა ესართია.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სამართალდამცავები კომენტარს არ აკეთებენ.
მასალის გამოყენების პირობები