რეცეპტის ინგრედიენტები:
200 გრ. წიწიბურა
200 გრ. ბრინჯი
3 თავი ხახვი
ცოტაოდენი ქინძი და ოხრახუში
წიწაკა
მარილი, პილპილი
ფქვილი ამოსავლებად
მომზადების წესი:
1. წიწიბურა და ბრინჯი მოვხარშოთ, შემდეგ კი გავატაროთ მანქანაში. ასევე გავატაროთ ქინძი, ოხრახუში და ხახვი. მიღებულ მასას დავამატოთ წიწაკა, მარილი და პილპილი გემოვნებით.
2. მივცეთ კატლეტის ფორმები, ამოვავლოთ ფქვილში და შევწვათ ზეთიან ტაფაზე.
მასალის გამოყენების პირობები