დინი ვირსალაძე ახალ ალბომზე მუშაობს. მან ნიუ-იორკის ერთ-ერთ წამყვან სტუდიაში აჰმად ჯამალთან ერთად დუეტი ჩაწერა. ჯამალი პიანისტ და კომპოზიტორ ჯო ზავენულთან ერთად უკრავდა ”Weather Report“-ში. დინი ვირსალაძემ ორი კომპოზიცია ჩაწერა: ”სიყვარულის ექსპრესი” და ”ზღაპარი”. ახალი ალბომის სამუშაო სახელწოდებადაც სწორედ ”ზღაპარი” განიხილება. მასში სავარაუდოდ 6-7 კომპოზიცია შევა. არ არის გამორიცხული, რომ დანარჩენი კომპოზიციები საქართველოში ჩაიწეროს, მაგრამ აღნიშნული ფაქტი ჯერ არ არის დადასტურებული.
12 მაისს დინი ვირსალაძე კონსერვატორიის დიდ დარბაზში კონცერტს გამართავს. მასთან ერთად დაუკრავენ ალექსანდრე კორსანტია, დათო ევგენიძე და სხვა ქართველი მუსიკოსები.
მასალის გამოყენების პირობები