რუბრიკები
მესხიას უნივერსიტეტში კრიმინალისტიკური ლაბორატორია გაიხსნა
შოთა მესხიას სახელობის სასწავლო უნივერსიტეტში სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა ლევან შონიამ უახლესი ტექნიკით აღჭურვილი კრიმინალისტიკური ლაბორატორია გახსნა.  ღონისძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის საექსპერტო-კრიმინალისტური სამსახურის უფროსი მანუჩარ კუპრავა დაესწრო. ლაბორატორიის გახსნის შემდეგ გუბერნატორმა უნივერსიტეტი დაათვალიერა, შემდეგ ლევან შონია სტუდენტებს შეხვდა და მათი ინიციატივები და პრობლემები მოისმინა.  შეხვედრაზე სტუდენტებმა მთავარ  პრობლემად მუნიციპალურ ტრანსპორტზე შეღავათების არარსებობა დაასახელეს და გუბერნატორს მისი მოგვარება სთხოვეს.„პირადად ავიყვან ამ საქმეს კონტროლზე და გპირდებით, რომ ამ პრობლემას მოგიგვარებთ“ ,-თქვა ლევან შონიამ და აღნიშნა, რომ სტუდენტებს მგზავრობაზე შეღავათები აუცილებლად უნდა ჰქონდეთ.  მხარის გუბერნატორმა სტუდენტებს ურჩია განცხადებით ადგილობრივი თვითმმართველობისთვის და რწმუნებულის აპარატისთვის მიემართათ. მხარის გუბერნატორმა სტუდენტების დასაქმების პერსპექტივებზე ისაუბრა. მისი თქმით,სტუდენტებს რეგიონში მსხვილი პროექტების დაწყებისთანავე მუშაობის შესაძლებლობა მიეცემათ. ლევან შონია სტუდენტებს  გაცვლით პროგრამებში ჩართვასაც დაჰპირდა. გუბერნატორმა სტუდენტებთან შეხვედრის დროს მათ ბიზნეს პროექტების მომზადებაც ურჩია - „აუცილებლად იქნება წელს ანაკლიაში ფესტივალი, როგორ და რა სახით ამას მომავალში გავახმოვანებთ, მაგრამ აუცილებელია თქვენი ჩართულობა, მოამზადეთ ბიზნეს პროექტები და გექნებათ შანსი განახორციელოთ თქვენი იდეები, საშუალება გექნებათ ასევე ჩაატაროთ სხვადასხვა სახის ფესტივალები და ამ ყველაფერში ჩვენ შეგიწყობთ ხელს,-“ ამბობს ლევან შონია. გუბერნატორმა უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებლის სამშენებლო სამუშაოებიც დაათვალიერა, რომელიც პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შენდება.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
17 / აპრილი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.