რუბრიკები
მაგდალინა თოდუა: "მოსწავლეები ფილმის ჩვენებაზე არ იმყოფებოდნენ”

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი მაგდალინა თოდუა, რომელიც  პარალელურად პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა,ზუგდიდში 14 მარტს გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით  განცხადებას ავრცელებს.  მაგდალინა თოდუა აცხადებს, რომ სკოლა აპოლიტიკური ორგანიზაციაა და ის, როგორც პედაგოგი, არ დაუშვებს სკოლისა და მოსწავლეების სახელით მანიპულირებას პოლიტიკურ თემებზე. რადიო"ათინათი"უცვლელად გთავაზობთ გავრცელებული განცხადების ტექსტს.

“რამდენიმე დღეა სხვადასხვა მედიასაშუალებებში ვრცელდება ინფორმაცია,რომ 2015 წლის 14 მარტს, კულტურის ცენტრ „ოდიშის“ საკონცერტო დარბაზში ფილმის „9 წლიანი რეჟიმის სისხლიანი ქრონიკის“ ჩვენებას მოსწავლეები ესწრებოდნენ.  სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლის მოსწავლეები ფილმის ჩვენებაზე არ იმყოფებოდნენ.  2015 წლის 14 მარტს კულტურის ცენტ „ოდიშის“ საკონცერტო დარბაზში დაგეგმილი იყო ფესტივალი ქორეოგრაფიული ანსამბლებისათვის, სადაც მონაწილეობას სამეგრელოს რეგიონის ქორეოგრაფიული სტუდიების მოსწავლეები იღებდნენ. ცენტრის ეზოსა და ფოიეში მათი ყოფნა მხოლოდ ამ ფაქტს უკავშირდება.

პირადად მე, ორგანიზატორებთან და დარბაზის ადმინისტრაციასთან ერთად, ვაკონტროლებდი შესასვლელს. ჩემთვის შეურაცხმყოფელია, ის ფაქტი, რომ მანიპულირებენ ჩემი პედაგოგობით.  დიახ, მე ვარ პედაგოგი და კარგად მაქვს გაცნობიერებული, რომ სკოლა აპოლიტიკური ორგანიზაციაა, მის დაქვემდებარებაში შემავალი ყველა საჯარო უწყებისთვის სკოლის პოლიტიზაციის ნებისმიერი გამოვლინება, პრინციპულად მიუღებელია. ეწინააღმდეგება ბავშვებისა და მოზარდების დაშვებას მათთვის შეუფერებელ, მძიმე შინაარსის ინფორმაციასთან.  შესაბამისად, როგორც მასწავლებელი, ვალდებული ვარ დავიცვა ბავშვის უფლებები, სკოლის შინაგანაწესი და კანონი,”- ნათქვამია მაგდალინა თოდუას  განცხადებაში.

 
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.