რუბრიკები
ზუგდიდში მოვაჭრეებმა  საპროტესტო აქცია გამართეს (ვიდეო)
ზუგდიდში, სავაჭრო ცენტრის "ალიანსი" მოვაჭრეების ნაწილმა საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მონაწილეების თქმით, მათ გასულ კვირას საგადასახადო სამსახურის თანამშრომლებმა საკასო-სალარო აპარატების უქონლობის გამო, გაფრთხილების ოქმები გადასცეს. მოვაჭრეები ამბობენ, რომ მათ საკასო აპარატების დადგმა არ ევალებათ, რადგან ფიქსირებულ გადასახადს იხდიან. გარდა ამისა,  მათი  განცხადებით,  ხელისუფლების პირობის თანახმად,  საკასო აპარატების დადგმა 2016 წლის 1 იანვრამდე არ მოეთხოვებოდათ. "1 აპრილამდე უნდა გვქონდეს საკასო აპარატები, წინააღმდეგ შემთხვევაში - დაგვაჯარიმებენ. ჩვენ  დახლზე მოვაჭრეები ვართ და გადასახადს დახლის მეტრაჟის მიხედვით ვიხდით. დათმობას არ ვაპირებთ, აქციებს  არ შევწყვეტთ", - ამბობენ მოვაჭრეები. ამასთან, აქციის მონაწილეების თქმით, იმ შემთხვევაში,  თუ  ხელისუფლება მათ საკასო-სალარო აპარატების დადგმის თარიღს არ გადაუვადებს,  ისინი  თბილისში "ნაციონალური მოძრაობის" მიერ 21 მარტს  დაგეგმილ აქციას შეუერთდებიან. სავაჭრო ცენტრის "ალიანსი" ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა  ალეკო ჩახაიამ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ ადმინისტრაციას აქციასთან კავშირი არა აქვს და დანამდვილებით არ იცის მოვაჭრეთა რა ნაწილს ევალება საკასო-სალარო აპარატების ქონა. "აქციის გამართვის უფლება ყველას აქვს. ჩვენი მითითებით აქცია არავის გაუმართავს. არ ვიცი, როგორ იქნება, გასარკვევია...საკასო აპარატი ნაწილს ეკუთვნის ნაწილს არა", - ამბობს ალეკო ჩახაია.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.