რუბრიკები
ხობში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ახალი ეტაპი იწყება
საქართველოში 50 მილიონიანი პროგრამის ახალი ეტაპი დაიწყო. მოსახლეობის ჩართულობით სოფლის პრიორიტეტების განსაზღვრისა და შესაბამისი პროექტების შერჩევის მიზნით, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე ვარაზ გაბედავა, გამგეობის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსი ზაზა ბუკია და  ინფრასტრუქტურის, სივრცით-ტერიტორიული  მოწყობის  და  ქალაქმშენებლობის განყოფილების უფროსი გიგა დანელია, ძველი ხიბულის, ახალი ხიბულისა და საჯიჯაოს ადმინისტრაციულ ერთეულების მოსახლეობას შეხვდნენ.  პრიორიტეტულ პროექტებად დასახელდა სოფლებში არსებული საბავშვო ბაღების რემონტი, არხის ამოწმენდითი სამუშაოები და გზის მოხრეშვა. სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებული თანხა გამოყენებული უნდა იქნეს სოფლის პირველი რიგის სოციალურ-ეკონომიკური საჭიროებების დასაფინანსებლად.  კერძოდ, ადგილობრივი ინფრასტრუქტურის ობიექტების აღდგენა-რეაბილიტაციისთვის (მაგალითად: ხიდის აღდგენა, სოფლის გზის შეკეთება, მოსახლეობის სასმელი წყლით მომარაგების სისტემის შეკეთება, სარწყავი არხების რეაბილიტაცია, ნაპირსამაგრი თუ სანიაღვრე არხების გამწმენდი სამუშაოების ჩატარება და ა.შ.), სოფლის კეთილმოწყობის სამუშაოების ჩატარებისთვის (მაგილათად: სოფლის წყაროს მოწყობა, მოსახლეობის თავშეყრის ადგილის მოწყობა,სოფლის სტადიონის შეკეთება,სოფლის კლუბის მოწყობა დაა.შ.). აღნიშნული პროგრამა  მეექვსე წელია ხორციელდება. სოფლის კრებების ჩატარების თარიღები უკვე დადგენილია.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.