რუბრიკები
ტრენინგი „მამაკაცური საუბრები“ სამტრედიის საკრებულოში
პროექტის „სექსუალური და გენდერული ძალადობის პრევენცია და რედუქცია“ ფარგლებში, რომელსაც ასოციაცია „ათინათი“ და გაეროს უმაღლესი კომისარიატი (UNHCR) ახორციელებენ, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებისთვის ტრენინგი „მამაკაცური საუბრები“ გაიმართა. გენდერული თანასწორობის პრიორიტეტებსა და ოჯახში ძალადობის პრევენციაზე ტრენერმა მიშა როგავამ ისაუბრა. შეხვედრაზე ოჯახში არსებული გენდერული როლების,დისკრიმინაციისა და ძალადობის შესახებ ანიმაციური ფილმის ჩვენებაც მოეწყო. ფილმის ჩვენების შემდეგ მამაკაცის მხრიდან ძალადობის გამომწვევი 7 პრინციპისა და პრობლემის მოგვარების გზებზე დისკუსია გაიმართა. მონაწილეებმა საინფორმაციო ბუკლეტებთან ერთად ძალადობის მსხვერპლთა დაცვისთვის არსებული სამართლებრივი ბერკეტების,სერვისებისა და ოჯახში ძალადობისგან დაცვის ცხელი ხაზის შესახებ მიიღეს ინფორმაცია. „მამაკაცური საუბრების“ ფორმატში შეხვედრები ხორციელდება სპეციალური სატრენინგო მოდულის საფუძველზე, რომელიც მიმართულია მამაკაცთა ჩართულობის გზით გენდერული ძალადობის დაძლევისა და გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფისათვის. ტრენინგი სამტრედიის საინფორმაციო ცენტრისა და „რეგიონული განვითარების რესურსცენტრის“ მხარდაჭერით გაიმართა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.