რუბრიკები
"ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტები ზუგდიდის გამგეობასთან აქციას მართავენ
ზუგდიდში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ოფისიდან ლიდერები და  პარტიის მხარდამჭერები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობისკენ გაემართნენ.  საპროტესტო მსვლელობა სწორედ ზუგდიდის გამგეობასთან მიმდინარეობს. 10982445_10203567633823594_8577925285230576108_n მანიფესტაციაში მონაწილეთა თქმით, ისინი აპროტესტებენ ქვეყანაში არსებულ მძიმე კრიმინოგენულ ვითარებას. შეკრებილებს "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნუგზარ წიკლაურმა მიმართა.  მისი თქმით,დღევანდელი აქცია არის გამაფრთხილებელი და მშვიდობიანი.   "ვითხოვთ ზუგდიდში 15 მარტს მომხდარი ინცინდენტის გამოძიებას, რასაც ეს უნიათო ხელისუფლება არ იძიებს.  მათ უნდა დატოვონ თანამდებობები, მივმართავ ადგილობრივ ხელისუფლებას.  პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადებიდან ჩანს, რომ მის არაადეკვატურობას უკვე საზღვარი არ აქვს.  როგორც ჩანს, ისინი არ აპირებენ ამ საქმის გამოძიებას,  ამიტომ ჩვენ მოვითხოვთ პარლამენტში შეიქმნას დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელსაც შესაძლებობა ექნება ზუგდიდში მომხდარი ინცინდენტი  დაწვრილებით შეისწავლოს,"  -აცხადებს წიკლაური. სამართალდამცველები მობილიზებულები არიან როგორც პარტიის ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.