„ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის ხელმძღვანელებმა მხარდამჭერებთან ერთად ზუგდიდში გამაფრთხილებელი აქცია გამართეს. მსვლელობა პარტიის ზუგდიდის ოფისიდან მუნიციპალიტეტის გამგეობასთან მიმდინარეობდა.
აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებას მოუწოდეს, რომ 21 მარტს დაგეგმილი აქციის დროს თავი შეიკავონ ისეთი სახის პროვოკაციებისგან, რასაც ადგილი ჰქონდა 15 მარტს. მანიფესტანტებმა მოთხოვნები სამართალდამცავების მიმართ გააჟღერეს და აქციაზე მათ უსაფრთხოების გატარება მოსთხოვეს.აქცია ზუგდიდის გამგეობასთან დაახლოებით 20 წუთი მიმდინარეობდა, აქციაში მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები ნუგზარ წიკლაური, აკაკი მინაშვილი, ირმა ნადირაშვილი, მარიამ საჯაია და სხვები.
ამავე თემაზე: “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტები ზუგდიდის გამგეობასთან აქციას მართავენ.
მასალის გამოყენების პირობები