„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ორგანიზაციის სხვა წარმომადგენლებთან ერთად დღეს ზუგდიდში ადგილობრივი თვითმმართველობის, არასამთავრობო სექტორის და მედიის წარმომადგენლებს შეხვდა. ეკა გიგაურმა ორგანიზაციის საქმიანობის პრიორიტეტებსა და გეგმებზე ისაუბრა. მან TI-საქართველოს მიერ ისეთ სფეროებში განხორციელებულ აქტივობებზე ისაუბრა, როგორიცაა:მედია გარემო, ტენდერები,არჩევნების სისტემის დახვეწა, მოქალქეების იურიდიული დახმარების სერვისით უზრუნველყოფა.
მან მუნიციპალიტეტებიდან გათავისუფლებულ საჯარო მოხელეებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ იმ მოქალაქეების ინტერესების დაცვა, ვინც შესაბამისი განცხადება თავად დაწერა, რთული აღმოჩნდა, თუმცა რაც შეეხება იმ პირებს, ვისზეც არსებობდა დათხოვნის ბრძანება, არა საკუთარი განცხადების საფუძველზე, ძირითადად ყველა საქმის მოგება შეძლეს.
ეკა გიგაურის თქმით, ორგანიზაცია ასევე ამზადებს საკონსტიტუციო სარჩელს უკანონო მოსმენებთან დაკავშირებით, რომელიც პარლამენტმა მიიღო.
მასალის გამოყენების პირობები