„ვარსკვლავური ომების“ მეცხრე ეპიზოდის რეჟისორობის ძირითადი პრეტენდენტი ჯეი ჯეი აბრამსია. თავის წყაროებზე დაყრდნობით გამომცემლობა LatinoReview იტყობინება, რომ ფილმის „ვარსკვლავური ომები: ეპიზოდი 7“ ფრაგმენტების დემონსტრაციამ კომპანია Walt Disney-ის ხელმძღვანელობაზე დიდი გავლენა მოახდინა და ამიტომ აპირებენ ყველა ღონე იხმარონ, რათა დაარწმუნონ რეჟისორი, რომ მან ახალი ტრილოგიის ფინალურ ნაწილზე იმუშაოს. შეგახსენებთ, რომ ფილმის „ვარსკვლავური ომები: ეპიზოდი 9“ პრემიერა 2019 წელს შედგება.
მასალის გამოყენების პირობები