კომპანია Experian-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ბრიტანელები დარწმუნებული არიან, 2020 წლისთვის, სმარტფინებით განხორციელებული გადახდები, საბანკო ბარათებით გადახდებს შეავიწროვებს.
ყოველი მესამე ბრიტანელი (გამოკითხულთა 33%) თვლის, რომ 2020 წლისთვის, სადებეტო და საკრედიტო ბარათებს, სმარტფონებით გადახდები ჩაანაცვლებს.
ძირითადი მიზეზი, რის გამოც სმარტფონით გადახდა ჯერ არ გახდა მთავარი გადახდის ფორმა, თაღლითობის რისკია. გამოკითხულთა 46% ამბობს, რომ ეშინიათ, რომ ინტერნეტით ფულის გადახდისას არ მოხდეს მათი საიდენტიფიკაციო მონაცემების მოპარვა. სმარტფონების მფლობელთა 60% კი ამბობს, რომ საკუთარ ტელეფონებზე ჯერ არა აქვთ საკმარისი დაცვა საშიში პროგრამებისგან, რაც ტელეფონებს დაუცველს ხდის კიბერდამნაშავეებისგან.
პროგნოზების კეთებისას 2020 წლისთვის, რესპოდენტთა 14% თვლის, რომ ბიომეტრიული მონაცემების გამოყენება, მაგალითად თვალის ან თითის ანაბეჭდების სკანირების, ჩვეულებრივი მოვლენა გახდება. 44%-მა კი განაცხადა, რომ მზადაა გადახდები აწარმოოს ბიომეტრიული სკანირების მეშვეობით. 19% კი მზადაა გადახდები გააკეთოს ხმის ამოცნობის მიხედვით.
მასალის გამოყენების პირობები