რუბრიკები
ზუგდიდში წიგნის "პირველი ნაბიჯი "პრეზენტაცია გაიმართა (ვიდეო)
ზუგდიდში გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით  ქართველი, აფხაზი და ოსი მწერლების ერთობლივი  მოთხრობების კრებულის „პირველი ნაბიჯი“ პრეზენტაცია გაიმართა.  პრეზენტაციას კრებულში შესული ნაწარმოებების ავტორები ლაშა ბუღაძე, დათო ტურაშვილი და ეკატერინე ტოგონიძე ესწრებოდნენ. კრებულში გაერთიანებული 8 მოთხრობის მთავარ თემას ქალების როლი მშვიდობასა და უსაფრთხოებაში წარმოადგენს. კრებული „პირველი ნაბიჯი“ გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით გამოიცა და მის გამოცემას წინ ქართველი, აფხაზი და ოსი მწერლების შეხვედრა უძღოდა, რომელიც გასული წლის ოქტომბერში, სტამბოლში შედგა. წიგნის პრეზენტაციას ზუგდიდში არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, მედია და ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსული მოსახლეობა დაესწრო. შეხვედრა დიალოგის რეჟიმში წარიმართა. პროექტი, ხალხთა შორის ნდობის აღდგენის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.  კრებულის პრეზენტაცია და საჯარო კითხვა ზუგდიდის შემდეგ საქართველოს რეგიონების სხვა ქალაქებში გაიმართება. პროექტი ევროკავშირის ხელშეწყობით, „ინოვაციური ინიციატივა გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში განხორციელდა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.