ზუგდიდში, კინოთაეტრ „ატრიუმთან“ „ქართული ოცნების“ წევრები მხარდამჭერები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეების თქმით, ისინი გმობენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ხვალ, 21 მარტს დაგეგმილ საპროტესტო აქციას. მანიფესტანტთა განცხადებით, "ის ვინც ხვალ აქციას შეუერთდება , არის მოტყუებული და მოსყიდული." აქციას დაახლოებით 500 -მდე ადამიანი ესწრება. საპროტესტო მიტინგზე, უსაფრთხოების დაცვის მიზნით, სამართალდამცავები იმყოფებიან.
შეკრება მოძრაობა „საზოგადოებრივი დარბაზის“ ორგანიზებით იმართება.
მასალის გამოყენების პირობები