რუბრიკები
თენგიზ გუნავა - მიტინგზე სამეგრელო 5 ათასი ადამიანით იქნება წარმოდგენილი
ზუგდიდიდან თბილისის მიმართულებით 3 ათასზე მეტი მოქალაქე გაემგზავრა. მთლიანობაში - მიტინგზე სამეგრელო 5 ათასზე მეტი ადამიანით იქნება წარმოდგენილი. ამის შესახებ რადიო "ათინათს" სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილმა გუბერნატორმა და ნაციონალური მოძრაობის წევრმა თენგიზ გუნავამ განუცხადა. მისივე ინფორმაციით, ხელისუფლების მხრიდან ადგილი ჰქონდა სამარშრუტო ტაქსის მძღოლებზე გარკვეულ ზეწოლას, თუმცა, მისივე თქმით, მათ ხალხის წაყვანა მაინც მოახერხეს. "ზუგდიდში დაახლოებით 15 სამარშრუტო ტაქსის მძღოლი დააშინეს, თუმცა რეზერვში გვქონდა რამდენიმე მიკროავტობუსი და შევავსეთ. ანალოგიური პრობლემები იყო ჩხოროწყუში, ხობში... ხობში საპატრულო პოლიციამ ავტომანქანა გააჩერა და 4 ადამიანი ჩამოსვა. დანარჩენი - ნორმალურადაა ყველაფერი", - თქვა თენგიზ გუნავამ. დღეს, 16:00 საათზე, თბილისში, თავისუფლების მოედანზე, "ნაციონალური მოძრაობის" საპროტესტო აქცია გაიმართება.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.