რუბრიკები
ველოსიპედი საფრთხეების შესახებ წინასწარ გაფრთხილებთ
ახალი მოდელის ველოსიპედი მოსალოდნელი საფრთხეების და დაბრკოლებების შესახებ წინასწარ იტყობინება. ჰოლანდიელი მეცნიერების მიერ შექმნილ ველოსიპედს რადარების სისტემა საჭის ქვეშ აქვს მიმაგრებული. აღნიშნული სისტემა წინასწარ ამოწმებს გზას და დამაბრკოლებელი ობიექტების ამოცნობას ახერხებს. ველოსიპედისტი კი მოსალოდნელი საფრთხის შესახებ შეტყობინებას ვიბრაციით იღებს. "ვიბრაცია ყველაზე კარგი საშუალებაა იმისათვის, რომ ველოსიპედისტი გავაფრთხილოთ. ვიბრაციის სისტემა საჭესთან და სავარძელთან დავუმაგრეთ, ამგვარად ძალიან ეფექტურად ხდება საფრთხის შესახებ ინფორმაციის მიწოდება" - აღნიშნა ერთ-ერთმა მეცნიერმა, მორის კუაკერნაატმა. ჭკვიანი ველოსიპედის შექმნის მიზანს ნიდერლანდებში უბედური შემთხვევების რიცხვის შემცირება წარმოადგენს, ვინაიდან ველოსიპედების ავარიის შედეგად გასულ წელს ნიდერლანდებში 184 ადამიანი დაიღუპა. მოდერნიზებული ველოსიპედის შემქმნელები ამჟამად ველოსიპედის დიზაინის დახვეწაზე მუშაობენ, ისინი ცდილობენ ახალი მოდელის სატრანსპორტო საშუალების წონა შეამცირონ, იგი ამჟამად 25 კილოგრამს იწონის. ჭკვიანი ველოსიპედები ბაზარზე გასაყიდად დაახლოებით ორ წელიწადში გამოჩნდება. იგი 1 700-დან 3 200 ევრომდე ეღირება.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.