უკანასკნელ ხანს ბევრი ვარსკვლავი აქტიურად იპყრობს მოდის მწვერვალებს. ანტონიო ბანდერასმაც გადაწყვიტა არ ჩამორჩეს თავის კოლეგებს. 54 წლის ესპანელმა, ქალთა გულების მპყრობელმა ლონდონის ხელოვნებისა და დიზაინის წმინდა მარტინის სახელობის, პრესტიჟულ კოლეჯში სწავლა გადაწყვიტა.
„მე დიზაინის შესწავლას ვაპირებ. დიდი ხანია ეს იდეა გამიჩნდა, მგონია, რომ ინგლისში მსოფლიოში საუკეთესო სასწავლო დაწესებულებები მდებარეობს. წმინდა მარტინის უნივერსიტეტი მათ შორისაა, ამიტომ სწავლას სწორედ იქ ვაპირებ. ეს გარკვეულ დროს მოითხოვს, მაგრამ მე აუცილებლად მჭირდება ცოდნა, რათა ამ სფეროში პირველი ნაბიჯები გადავდგა“,- აღნიშნა მსახიობმა.
მისი თქმით, სწავლის პროცესი მის ძირითად საქმიანობას ხელს არ შეუშლის. „რა თქმა უნდა ფილმებში გადაღებებს გავაგრძელებ... მაგრამ ეს ახალი გამოცდილება იქნება, რომელსაც ძალიან სერიოზულად ვეკიდები“, - აღნიშნა ანტონიო ბანდერასმა.
მასალის გამოყენების პირობები