ქალაქ ზუგდიდის მერიამ იაკობ გოგებაშვილის ბიუსტის მოდელის შექმნაზე კონკურსი გამოაცხადა. მერიის ინფორმაციით, ბიუსტი ძველ ადგილას, გოგებაშვილის პარკში დაიდგმება, საიდანაც ის 90-იან წლებში მოიპარეს. საკონკუსრო დოკუმენტაციის თანახმად, კონკურსში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. კონკურსი ქალაქ ზუგდიდის მერიაში 31 მარტს ჩატარდება. საკონკურსო განაცხადებს სპეციალური კომისია შეისწავლის. ქართველი საზოგადო მოღვაწისა და საბავშვო მწერლის იაკობ გოგებაშვილის ბიუსტის შესაქმნელად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 25 ათასი ლარი გამოიყო.
მასალის გამოყენების პირობები