რუბრიკები
საქართველო ნაკლებად ბედნიერ ქვეყნებს შორის დასახელდა
საქართველო იმ ნაკლებად ბედნიერ ქვეყნებს შორის დასახელდა, სადაც ყოველდღიურად ძალიან ცოტა ადამიანს აქვს პოზიტიური ემოციები. ბედნიერების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით გასულ კვირას - 20 მარტს აღინიშნა, საერთაშორისო ორგანიზაცია Gullup-მა მსოფლიოს ყველაზე მეტად და ნაკლებად ბედნიერი ქვეყნები დაასახელა. Gullup-ის პოზიტიური ინდექსის თანახმად, მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ხალხი ლათინური ამერიკის ქვეყნებში ცხოვრობს. Gullup-მა მონაცემები 2014 წელს მსოფლიოს 143 ქვეყანაში ჩატარებულ გამოკითხვაზე დაყრდნობით გამოაქვეყნა. მსოფლიოს მასშტაბით გამოკითხვაში მონაწილეთა 70%-ზე მეტმა აღნიშნა, რომ ისინი დღის განმავლობაში განიცდიან პოზიტიურ ემოციებს, სიხარულს და ხშირად იცინიან. 50%-მა კი განაცხადა, რომ გამოკითხვის წინა დღემ მათთვის საინტერესოდ ჩაიარა, რადგან ისწავლეს ან გააკეთეს რაღაც ახალი და საინტერესო. გამოკითხვაში მონაწილეებს პასუხი უნდა გაეცათ ხუთ შეკითხვაზე - კარგად დაისვენეთ თუ არა გუშინ? ხომ არ იგრძენით თავი შეურაცხყოფილად? ბევრი იცინეთ თუ არა გუშინ? გააკეთეთ /ისწავლეთ თუ არა რაიმე საინტერესო? ისიამოვნეთ თუ არა? Gullup-ის მონაცემებით, საქართველოში პოზიტიურობის ინდექსმა 55% შეადგინა, ყველაზე მეტად ბედნიერი ქვეყნების სათავეში მყოფ პარაგვაიში კი მოსახლეობის პოზიტიურობის მაჩვენებელი 89%-ს შეადგენს. ყველაზე ბედნიერი ქვეყნები პარაგვაი კოლუმბია ეკვადორი გვატემალა ჰონდურასი პანამა ვენესუელა კოსტა რიკა ელ სალვადორი ნიკარაგუა ნაკლებად ბედნიერი ქვეყნები ავღანეთი ნეპალი ლიტვა საქართველო ბოსნია და ჰერცოგოვინა თურქეთი სერბეთი ტუნისი სუდანი
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
17 / აპრილი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.