რუბრიკები
ანაკლიის პორტის პროექტის ფარგლებში კომპანიებთან შეხვედრები გაიმართა
ანაკლიის პორტის პროექტის ფარგლებში ინტერესთა გამოხატვის მეორე ეტაპზე გადასულ კომპანიებთან განმარტებითი ხასიათის შეხვედრები მიმდინარეობს. ანაკლიის პორტის პროექტის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს დღეს ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, ირმა ქავთარაძემ მიაწოდა. 
"მოგეხსენება, რომ დეკემბერში გამოვლინდა 7 საუკეთესო კანდიდატი იმ 12-დან, ვისაც ინტერესთა გამოხატვის თაობაზე განაცხადი ჰქონდა წარმოდგენილი. შვიდივე კანდიდატს დეკემბრის ბოლოს დაეგზავნა ხელშეკრულების პროექტი, რის თაობაზეც მათ შეუძლიათ წარმოადგინონ თავიანთი წინადადებები. ჩვენ ველოდებით, რომ 16 აპრილისთვის, ე.წ. მოკლე სიაში შემავალი კანდიდატები წარმოადგენენ თავიანთ წინადადებებს. ამჟამად მიმდინარეობს ე.წ. განმარტებითი ხასიათის შეხვედრები, რომლის მიზანია, რომ მოხდეს ყველა კანდიდატთან გასაუბრება მათთვის საინტერესო საკითხებზე. ნებისმიერ კანდიდატს შეუძლია ჩამოვიდეს და შეხვდეს იმ სამინისტროების წარმომადგენლებს, რომელთაც შეხება აქვს ანაკლიის პროექტთან. ასევე შეხვედრების მიზანს წარმოადგენს მათი ადგილზე ჩაყვანა", - განაცხადა ირმა ქავთარაძემ. მისივე თქმით, ოთხი კრიტერიუმია, რომლებსაც კომპანიები უნდა აკმაყოფილებდეს, ეს არის გარანტიის საფასური არანაკლებ 20 მილიონი აშშ დოლარისა, ხელშეკრულების პროექტზე თავიანთი წინადადებები, ტვირთების მოზიდვის გეგმა და პორტის კონცეფცია.  ირმა ქავთარაძის ინფორმაციით, მეორე ეტაპზე გადასული 7 კომპანიიდან 2, ან 3 კომპანიას, რომელთაც საუკეთესო წინადადება აქვთ, მაისის ბოლომდე შეარჩევს სამთავრობო კომისია, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს. ამის შემდეგ მათთან გაიმართება რამდენიმე რაუნდიანი მოლაპარაკებები საუკეთესო წინადადებისა და იმ ერთი კომპანიის გამოსავლენად, რომელთანაც ხელშეკრულება გაფორმდება. 
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.