რუბრიკები
ანაკლიაში ქართულ-ჩინური კონსორციუმის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ (ვიდეო)
დღეს დილიდან ანაკლიაში იმყოფებოდნენ ქართულ-ჩინური ANAKLIA PORT AND INDUSTRIAL ECO PARK-ის წარმომადგენლები, მათ მხარის გუბერნატორმა ლევან შონიამ და ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სამმართველოს უფროსმა დავით ჯავახაძემ ღრმაწყლოვანი პორტის ტერიტორია ადგილზე დაათვალიერებინეს. ინვესტორები პორტის შესაძლებლობებს ადგილზე გაეცნენ და ანაკლიის კანიონის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს. ეს ანაკლიაში ქართულ ჩინური კონსორციუმის რიგით მეორე შეხვედრაა. ტერიტორია ადგილზე უკვე დაათვალიერეს BOUYGUES TRAVAUX PUBLICS S.A-სა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ წარმომადგენლებმა, დარჩენილი 4 კომპანია კი თვის ბოლომდე ეწვევა მომავალი პორტის ტერიტორიას. ტექნიკური და ფინანსური წინადადებების სათანადოდ მომზადების მიზნით, დაგეგმილია ყველა კანდიდატი კომპანიის წარმომადგენლების მიერ ნავსადგურის ადგილმდებარეობის დათვალიერება და განმარტებითი შეხვედრები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სხვა შესაბამის კომპეტენტურ უწყებებთან. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 5 აგვისტოს №1375 განკარგულების შესაბამისად,  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ საქართველოს მთავრობის სახელით გამოაცხადა მოწვევა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობისა და განვითარების პროექტზე ინტერესთა გამოხატვის შესახებ. პროექტთან დაკავშირებით ინტერესი ოფიციალურად გამოხატა თორმეტმა კომპანიამ, რომელთაგან 7 სამთავრობო კომისიის გადწყვეტილებით შევიდა ე.წ. ,,მოკლე სიაში”, რომლებმაც მიმდინარე წლის 16 აპრილს უნდა წარმოადგინონ თავიანთი ტექნიკური და ფინანსური წინადადებები (RFP) პროექტთან დაკავშირებით. პორტის გარდა, ანაკლიაში დაგეგმილია ლოგისტიკური და სამრეწველო ზონის განვითარება, აგრეთვე საერთაშორისო აეროპორტისა და თხევადი გაზის ტერმინალის მშენებლობა. ანაკლიის პორტის მშენებლობა 2016 წელს დაიწყება ის  7 ფაზად იქნება დაყოფილი. საბოლოო ჯამში პორტმა 100 მილიონ ტონა გამტარუნარიანობას უნდა მიაღწიოს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.