რუბრიკები
ჩაკ პალანიკის „იავნანა“ დიდ ეკრანებზე გადაინაცვლებს
„მებრძოლთა კლუბის“ ავტორის ჩაკ პალანიკის ნაწარმოები „იავნანა“ დიდ ეკრანებზე გადმოინაცვლებს. როგორც The Wrap იტყობინება, მასზე უფლებები დამოუკიდებელმა კინომწარმოებლებმა ენდი მინგომ და ჯოშ ლინკმა მოიპოვეს. სიუჟეტის მიხედვით კარლ სტრეიტორი პირად გამოძიებას აწარმოებას სრულიად ჯანმრთელი ახალშობილების მოულოდნელი გარდაცვალების ფაქტებთან დაკავშირებით. საბოლოოდ ის მიდის იმ დასკვნამდე, რომ ბავშვები იმის შემდეგ კვდებიან, რაც მათ ძველ, აფრიკულ იავნანას უმღერებენ. ძიების პროცესში სტრეიტორი ეცნობა სხვა გმირებს, რომლებმაც სხვა საშიში შელოცვები იციან. ისინი გადაწყვეტენ ერთობლივი ძალებით იპოვნონ ჯადოქრობის მთავარი წიგნი, რომლიდანაც იავნანა იყო ამოწერილი. რომანი, რომელიც 2002 წელს გამოვიდა, დაფუძნებულია თავად პალანიკის ემოციებზე. ის მამამისის მკვლელის წინააღმდეგ გამართულ სასამართლო პროცესში მონაწილეობდა. მწერლის თქმით, „იავნანაზე“ მუშაობისას ის თავად ცდილობდა ეპოვნა პასუხი კითხვაზე: იმსახურებს თუ არა მკვლელი სიკვდილით დასჯას. „იავნანას“ გადაღებების გრაფიკი, ჯერჯერობით, უცნობია. სავარაუდოა, რომ ის მაყურებლის წინაშე 2016 წელს წარდგება.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
17 / აპრილი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.