რუბრიკები
სტრესისგან გათავისუფლების სწრაფი მეთოდი
შავი შოკოლადის პატარა ფილა სიმშვიდეს შეგინარჩუნებთ და ნერვულ ფონს მოგიხსნით. შესაბამის დასკვნამდე ჰოლანდიელი და შვეიცარიელი მეცნიერები მივიდნენ. შავი შოკოლადი ამცირებს სტრესის ჰორმონების დონეს და აბალანსებს ორგანიზმში ქიმიურ პროცესებს. როდესაც მეცნიერთა მიერ ჩატარებულ კველვაში მონაწილე მოხალისეები დილით შავ შოკოლადს მიირთმევდნენ, ამ დროს სპეციალისტები სტრესის ჰორმონის გამომუშავებას აკვირდებოდნენ. დაკვირვების შედეგად რამდენიმედღიანი შოკოლადის თერაპიის შემდეგ ჰორმონების დონე დასტაბილურდა და მოხალისეთა განწყობა გაუმჯობესდა. სპეციალისტების აზრით, დღეში შავი შოკოლადის 40 გრამი საკმარისია, რომ განწყობილება გაგიუმჯობესდეთ და ნივთიერებათა ცვლის პროცესი მოიწესრიგოთ. მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ფლავონოიდებით მდიდარი შოკოლადი მნიშვნელოვნად ამცირებს გულ-სისხლ-ძარღვთა დაავადებისა და მაღალი არტერიული წნევის რისკს. თავის მხრივ დიეტოლოგები გვახსენებენ შოკოლადის შაქრისა და ცხიმის მაღალი შემცველობის შესახებ და გვირჩევენ ნუგბარი მხოლოდ ზომიერების ფარგლებში მივიღოთ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
17 / აპრილი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.