მსახიობ ჟან-კლოდ ვან დამის ცოლმა გლედის პორტუგეზ ვან ვარენბერგმა ქმართან განქორწინება გადაწყვიტა. როგორც ჟურნალი People იუწყება, მან შესაბამისი დოკუმენტები ლოს-ანჯელესის სასამართლოში რამდენიმე დღის წინ წარადგინა.
განქორწინების მიზეზად მსახიობმა და წარსულში პროფესიონალმა ბოდიბილდერმა გლედის პორტუგეზმა „შეურიგებელი უთანხმოებები“ დაასახელა.
ეს ჟან-კლოდ ვან დამისა და გლედის პორტუგეზის პირველი განქორწინება არ არის. ისინი პირველად 1987 წელს დაქორწინდნენ, თუმცა 1992 წელს გაიყარნენ. შვიდი წლის შემდეგ ურთიერთობა აღადგინეს და კვლავ იქორწინეს. წყვილს ორი შვილი ჰყავს - 27 წლის კრისტოფერი და 24 წლის ბიანკა.
მასალის გამოყენების პირობები