პროექტის "ინდივიდუალური მხარდაჭერა ქართველ მიგრანტებს (G-PAM)" ფარგლებში, არასამთავრობო ორგანიზაციამ "სიდა“ ასოციაცია „ათინათის“ დარბაზში შეხვედრა გამართა. მასზე საქართველოს მოქალაქეთა საზღვარგარეთ მიგრაციის გამომწვევი პრობლემებზე, მათი გადაჭრის მექანიზმებზე, ასევე უკან დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრაციის და რეაბილიტაციის საკითხებზე ისაუბრეს. „სიდა“-ს წარმომადგენლმა მაია პაქსაშვილმა თქვა რომ აღნიშნული პროექტი 2013 წლის აპრილიდან საქართველოს 5 რეგიონში ,50 ბენეფიციარ სოფელში ხორციელდება ასევე- თურქეთსა და საბერძნეთში.
მაია პაქსაშვილის განმარტებით, შეხვედრაზე გამოთქმული შენიშვნების საფუძველზე შესაბამისი რეკომენდაციები მომზადდება, რომელებიც შემდეგ განსახილველად უფლებამოსილ ორგანოებს გადაეგზავნება.
პროექტს "სიდა" ევროკავშირის დაფინანსებით ახორციელებს. სამეგრელოში მისი პარტნიორი ორგანიზაციაა ასოციაცია "ათინათი. "
მასალის გამოყენების პირობები