სვანურ კუბდარს, მარილს და “თაშმჯაბს” – არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. სვანურ სამზარეულოს ტრადიციული მეთოდით დამზადებულ კერძებს, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანების №2/34, შედეგად მიენიჭა. აღნიშნული ბრძანება დაახლოებით ერთი კვირის წინ გამოიცა. ამავე ბრძანებით, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა სვანურ ხალხურ საკრავს „ჭუნირს“ და სვანურ ქუდს.
მასალის გამოყენების პირობები