ჩინეთში უახლოეს მომავალში გეგმავენ შექმნან ავტომობილი, რომლის მართვაც ინტერნეტით იქნება შესაძლებელი. უმსხვილესი ჩინური ავტომწარმოებელი SAIC Motor ინტერნეტ გიგანტ ”ალიბაბა ჯგუფთან” ერთად, ერთობლივი პროექტის ფარგლებში ოპერაციულ სისტემაზე მომუშავე ელექტრონულ ავტომობილს გამოუშვებს. პროექტის ავტორთა განცხადებით, ჩინური ”ჭკვიანი” ავტომობილის მართვა შესაძლებელი იქნება გლობალური ქსელიდან. ამ მიზნით ”ალიბაბა” და SAIC Motor 160 მილიონი დოლარის ინვესტიციას მოახდენენ.
მანქანა იმუშავებს ”ალიბაბას” მიერ შექმნილ ოპერაციულ სისტემა ალუინზე, რომელიც ჩინეთში ანდროიდის ეროვნული კონკურენტია, ასევე მუსიკალურ სერვისზე Xiami და ალუინის ღრუბლოვანი მხარდაჭერა ექნება. სავარაუდოდ, ინტერნეტზე მომუშავე ავტომობილი 2016 წლისთვის გამოვა.
მასალის გამოყენების პირობები