ზუგდიდის რაიონული პროკურატურის წარმომადგენლებმა არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის თემაზე მოსწავლეებთან შეხვედრა გამართეს.
საზოგადოებრივი პროკურატურის მიზნებსა და ამოცანებზე მოსწავლეებს ზუგდიდის რაიონული პროკურორი ლევან სალია ესაუბრა.
ღონისძიებაში გიმნაზიის მოსწავლეების გარდა, ზუგდიდის N2, წალენჯიხის N2 და ჩხოროწყუს N1 საჯარო სკოლის უფროსკლასელებიც მონაწილეობდნენ.
მოზარდებმა გიმნაზიის მოსწავლეებს არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის შესახებ საკუთარი ხედვა გაუზიარეს. მათ ასევე საზოგადოებრივი პროკურატურის პროექტებში არსებულ გამოცდილებაზე ისაუბრეს და აღნიშნეს ის დადებითი შედეგები, რომლებიც პროექტებში ჩართულობით მიიღეს.
ღონისძიების ფარგლებში, აღნიშნულ სკოლებს შორის დანაშაულის პრევენციის თემაზე კონკურსი დაიგეგმა.
მასალის გამოყენების პირობები