რუბრიკები
Facebook -ის ტექნიკური დირექტორი თეთრ სახლში გადავიდა სამუშაოდ
Facebook -ის ტექნიკური დირექტორი დევიდ რეკორდონი, თეთრმა სახლმა ინფორმაციული ტექნოლოგიების დირექტორად დაიქირავა. რეკორდონი პირადად იცნობს აშშ-ის პრეზიდენტს. ისინი გასული წლის აგვისტოში შეხვდნენ ერთმანეთს, როცა მონაწილეობას იღებდნენ აშშ-ის ციფრული სერვისის შექმნაში, რომლის მიზანია ტექნიკური ცოდნის მქონე ადამიანების შეკრება, რომლებიც გააუმჯობესებენ სამთავრობო საიტების მუშაობას. მაშინ რეკორდონმა პრეზიდენტის გაცნობის შესახებ შთაბეჭდილებებზე საჯაროდ დაწერა და თქვა, რომ საინტერესო გამოცდილება მიიღო. იგივე ჩანაწერში მან დაწერა, რომ არ აპირებს საჯარო სამსახურში გადასვლას. Facebook-ის ყოფილი თანამშრომლის თეთრ სახლში გადასვლაზე კომენტარი გააკეთა აშშ-ის პრეზიდენტმაც და თქვა, რომ რეკორდონის მიერ კერძო სექტორში დაგროვილი გამოცდილება, ძალიან სასარგებლო იქნება ადმინისტრაციის მუშაობისთვის საზოგადოების სასიკეთოდ. მსხვილი IT-კომპანიის ყოფილი თანამშრომლის დაქირავება თეთრი სახლისთვის პირველი არ არის. Google-ის მთავარი იურისტის ყოფილი მოადგილე მიშელ ლი, აშშ-ის საპატენტო სამსახურს ჩაუდგა სათავეში, ხოლო Google-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი მეგან სმიტი კი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ტექნოლოგიების დირექტორის პოსტზე დაინიშნა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.