Marvel-ის კინოსტუდია უკვე ახალ გრანდიოზულ სურათზე მუშაობს! “კაპიტანი ამერიკის” რეჟისორები ჯო და ენთონი რუსოები ამჯერად “შურისმაძიებლების” რიგით მესამე ნაწილს გადაიღებენ! როგორც ჩანს, მოლაპარაკებები უკვე წარმატებით დასრულდა და ფილმის წარმოებაც დაიწყო! ახალ ეპიზოდს “უსასრულო ომი” ერქმევა და ის ორ ნაწილად წარსდგება მაყურებლის წინაშე.
სცენარს ქრისტოფერ მარკუსი და სტეფენ მაკფილი წერენ. “შურისმაძიებლების” მომდევნო სურათის პირველი ნაწილი კინოეკრანებზე 2018 წლის მაისში, მეორე კი 2019 წლის მაისში გამოვა.
რაც შეეხება “ულტრონის ერას”, მასში შემდეგი მსახიობები მონაწილეობენ: რობერტ დაუნი უმცროსი, ქრის ევანსი, მარკ რუფალო, ქრის ჰემსუორთი, სკარლეტ იოჰანსონი, ჯერემი რენერი, ელიზაბეთ ოლსენი, აარონ ტეილორ-ჯონსონი, ჯეიმს სპეიდერი, სტელან სკარსგარდი, სემუელ ელ ჯეკსონი, კობი სმალდერსი, პოლ ბეთანი და დონ ჩიდლი. პრემიერა კი 1-ელ მაისსაა დაგეგმილი.
მასალის გამოყენების პირობები